მთავარისიახლეებიპოლიტიკააუდიტის სამსახურის უფროსი დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება. ენმ-ს მასთან მთავარი შეკითხვები...

აუდიტის სამსახურის უფროსი დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება. ენმ-ს მასთან მთავარი შეკითხვები კორუფციასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯებთან აქვს

Published on

პარლამენტში დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ელოდებიან. ლაშა თორდია 2016 წლის ანგარიშით წარდგება.
 
ოპოზიცია გეგმავს ყურადღება გაამახვილოს დოკუმენტში მოყვანილ ყველა მნიშვნელოვან დარღვევაზე, მათ შორის თვითმმართველობებში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებსა და თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე.
 
ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრა გენერალურ აუდიტორთან კითხვა პასუხის რეჟიმში გადავა.
 
საპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს ისაუბროს თორდია-ფარცხალაძის ინციდენტზეც, რადგან როგორც „ენმ“-ის წევრები განმარტავენ, თავდასხმა აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირდება.
 
„აუდიტის სამსახურის ანგარიში განსაკუთრებით საინტერესოა მას შემდეგ? რაც მოხდა თავდასხმა დღევანდელ ხელისუფლებასთან შეზრდილი ადამიანების მიერ, რაც არის სერიოზული ზეწოლა აუდიტის სამსახურის კანონიერ და გამართულ მუშაობაზე,“ – ამბობს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე..

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...