აფხაზური მხარე ბიუჯეტს საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებული ადამიანების ჯარიმების ხარჯზე ავსებს

0
418
გალის მორიგი  შეხვედრის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა  13 ივნისს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული   რამინ გულუა გაათავისუფლა –  ფახულანის სოფელ წყოუშის მკვიდრი, 70 წლის რამინ გულუა  რუსმა მესაზღვრეებმა ა ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვართან დააკავეს. 
დაკავებულის მეუღლის განცხადებით მისი  გათავისუფლება მას შემდეგ მოხდა, რაც ოჯახმა შეძლო ჯარიმის გადახდა  4 800 რუსული რუბლის ოდენობით
სუს: პირველ ოტობაიაში დაკავებული ზუგდიდის მკვიდრი გათავისუფლებულია
 
22 ივნისს გაათავისუფლეს გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში დაკავებული ზუგდიდის მცხოვრები ირაკლის აბსანძეც.   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისც ინფორმაციით,  აბსანძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით იყო აღძრული.
გათავისუფლებულია აფხაზეთში რუსი სამხედროების მიერ ამავე ბრალდებით  9 მაისს დაკავებული ხვიჩა წყაროზიაც.   ამ დროისათვის ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა წყაროზიას გათავისუფლების სანაცვლოდ 50 ათას რუსულ რუბლს ითხოვდნენ. დაკავებულის მამის თქმით, რომელიც გალში ცხოვრობს, მან ამ თანხის მხოლოდ ნაწილის შეგროვება შეძლო, რაც 30 000 ათასი რუსული რუბლის ეკვივალენტია. ნაწილის ნაცვლად კი ერთ-ერთი აფხაზი დეპუტატის რუდიკ ცატავას სახლის სარემონტო სამუშაოებზე მუშაობა მოსთხოვეს.
 

 
 
 
წინა სტატიაბერლინში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული – ქალაქი დატბორილია. არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა უგულვებელყოფს კანონს ოკუპაციის შესახებ – თბილისში ლუჟკოვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს მასპინძლობენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური