მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ცაიშის მოსახლეობა ნაგავსაყრელზე არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობს

სოფელ ცაიშის მოსახლეობა ნაგავსაყრელზე არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობს

Published on

ზაფხულის დადგომასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ . ცაიშის მოსახლეობა  შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს. ადგილობრივები, რომლებმაც აღნიშნული პრობლემის გაშუქება გვთხოვეს, საუბრობენ, რომ მათ ზაფხულის დადგომასთან ერთად საფრთხე ექმნებათ, როგორც ისინი აცხადებენ, მათ სიახლოვეს განთავსებულია ნაგავსაყრელი, ზაფხულში მომრავლებულია სხვადასხვა დაავადებების გადამტანი  მწერები,  არის გაუსაძლისი სუნი, ანტისანიტარია, მომრავლებულია უპატრონო ძაღლები,  რომლებიც ანადგურებენ შინაურ ფრინველებსა თუ ცხოველებს, მათი თქმით ძაღლები და მწერები საფრთხეს უქმნის პატარა ბავშვებს.  ცაიშის ნაგვასაყრელზე არსებული ანტისანიტარიის შესახებ საკითხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომაზე დააყენა საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გოდერძი კუკავას თქმით მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაშია და აუცილებელია პრობლემის მოგვარება. ტელეკომპანია „ოდიში“ დაინტერესდა ცაიშის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობით, ჩვენ ვცადეთ ნაგავსაყრელში შესვლა ,თუმცა ამის უფლება არ მოგვეცა, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული ტერიტორია იყო საფრთხის შემცველი და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ შესვლა ეკრძალება ყველას თუმცა, ჩვენმა კამერამ დააფიქსირა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე   ყოველგვარი სპეციალური ტანსაცმლის გარეშე მომუშავე  ადამიანები.მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში  აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შეწამვლითი პროცესები და მოსახლეობას შიშის საფუძველი არ აქვს.ნაგავსაყრელი ფაქტიურად ორ სოფელს ცაიშსა და დიდინეძს ესაზღვრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელია და ხელისუფლებამ ადეკვატური ზომები დროულად უნდა მიიღოს.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...