მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2-ის პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია იმედზე გადავიდნენ?

რუსთავი 2-ის პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია იმედზე გადავიდნენ?

Published on

რუსთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ რუსთავი 2 დატოვეს და ტელეკომპანია ,,იმედში" გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში ადასტურებენ. 
 
საინტერესოა სად წავა ის მეგა-შოუები, რომელთა ავტორებიც დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია არიან. საქმე ეხება ისეთ რეიტინგულ ტელე-პროექტებს,  როგორიცაა ,,ნიჭიერი" და ,,X ფაქტორი". 
 
იმ დროს, როდესაც რუსთავი 2-ში ფინანსური კრიზის დაიწყო, არხის დამფუძნებლებმა, ძმებმა ყარამანაშვილებმა განაცხადეს, რომ კრიზისის გამო მეგა-შოუებს არ დააფინანსებდნენ.  პროექტების დახურვის თემაზე საუბარი მაშინ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ,,მეგა-შოუების გარეშე არხი არაფერი იქნებოდა". როგორც ჩანს მეგა-შოუების დაფინანსებაზე დაწყებული კონფლიქტი გაღრმავდა, რის გამოც დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ  პროექტებთან ერთად რუსთავი 2- დატოვებს და იმედზე გადაინაცვლეს. 
 
კულუარებში ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ოფიციალური განცხადებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. 
 
შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ცოტა ხნის წინ სპორტულმა წამყვანმა დიმიტრი ობოლაძემ დატოვა, უფრო მოგვიანებით კი კურიერის პოლიტიკური ბლოკის რეპორტიორმა ნატა მახვილაძემ. ორივე ჟურნალისტი სამუშაოდ  ტელეკომპანია იმედში გადავიდა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...