მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯანი ბუკიკიო - შევხვდები ყველა პარტიას და ყველასთან გავიმეორებ, რომ იყავით კონსტრუქციულები...

ჯანი ბუკიკიო – შევხვდები ყველა პარტიას და ყველასთან გავიმეორებ, რომ იყავით კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები

Published on

ჩვენ მივედით ძალიან კარგ ეტაპამდე, რომ საბოლოოდ გქონდეთ კარგი კონსტიტუცია, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, რადგან თქვენ ევროპული ქვეყანა ხართ, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, ნებისმიერ კონსტიტუციურ რეფორმას სჭირდება ფართო კონსენსუსი არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ – საზოგადოებაშიც.„სამწუხარო იქნება, თუ ეს ძალისხმევა იქნება ანულირებული, ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაასრულონ ეს პროცესი. საქმე ახლა აქ არის საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მათ უნდა იპოვონ გადაწყვეტის გზა, რომელიც იქნება შესაბამისობაში ჩვენს მოსაზრებებთან და, რა თქმა უნდა, ევროპულ სტანდარტებთან. ყველა კონსტიტუციური რეფორმა საჭიროებს ფართო კონსენსუსს არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ რაც გაკეთდა ამ დრომდე, არის კარგი, რამდენიმე დეტალის გამოკლებით, რომელიც შეიძლება იოლად გამოსწორდეს. ახლა, ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ, ყველაფერი ისევ ჰაერშია და ეს გულდასაწყვეტია. მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ პარტიას და გავიმეორებ იგივე მესიჯს ყველასთვის – იყავით კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დაესწრო საქართველო პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების რიგით მე-17 კონგრესის სტუმრებისთვის გაიმართა. 

სიახლეები

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც...

შსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების...

აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი,...