მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვენეციის კომიის თავმჯდომარის შენიშვნებს მოისმენს, მაგრამ არსებითი ცვლილებები...

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვენეციის კომიის თავმჯდომარის შენიშვნებს მოისმენს, მაგრამ არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა

Published on

ბათუმში,   სასტუმრო „შერატონში“ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს ოფიციალურ შეხვედრები იწყება.  პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან იმართება. მას პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეც ესწრებიან.
 
როგორც შეხვედრის დაწყებამდე  ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა , იგი  კიდევ ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების 2024 წელს გადავადებასთან დაკავშირებით.
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ მზად არის ამ შეხვედრაზე  გააკეთოს ახსნა განმარტებები  თუ რატომ გადავადდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 4 წლით.
 
„შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ ავუხსნათ ჯანი ბუკიკიოს ის, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილებების მიზეზი. ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდა თავისი მიზეზი, ამაზე გვექნება დღეს საუბარი და დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ჯანი ბუკიკიოსგან იქნება ბუნებრივია, შესაბამისი პასუხი. როგორც მოგეხსენებათ, მესამე მოსმენის განხილვის პროცესში შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანა დოკუმენტში, აქედან გამომდინარე არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
 
 
 
 
 
 

 
 

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...