მთავარისიახლეებისამართალიდღეს სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ბინის ჩხრეკაში მონაწილეებს დაკითხავს

დღეს სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ბინის ჩხრეკაში მონაწილეებს დაკითხავს

Published on

 დღეს სასამართლოს სხდომაზე იმ გამომძიებლებს დაკითხავენ, რომლებიც დეკანოზ გირგი მამალაძის   დაკავებასა და მისი ბინის ჩხრეკაში  მონაწილეობდნენ.
 
 გიორგი მამალაძის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ დაკითხვაზე დადასტურდება, რომ იარაღი, რომელიც მათ დეკანოზის ბინაში იპოვეს, ჩადებულია და  რეალურად  იყო ირაკლი მამალაძის, რომელმაც ,,დიდ სპექტაკლში როლი ამ ნაწილშიც შეასრულა.“
 
,,იმედია,   ჩხრეკაში მონაწილეები დღეს თუ ხვალ მაინც დაადასტურებენ, რომ  ამოღებული იარაღი დეკანოზს არ ეკუთვნის. ეს იარაღი  ირაკლი მამალაძემ, ბრალდებულს რამდენიმე დღით ადრე, შესანახად გადასცა. იმედია, ისინი ამასთან დაადასტურებენ იმასაც, რომ  მამაოს ბარგში მომწამვლელი ნივთიერება არ ყოფილა და ციანიდი ჩაუდეს'' – ამბობს ადვოკატი გიორგი ფანცულაია. 
 
სასამართლო სხდომა დახურულია. შესაბამისად, მოწმეთა დაკითხვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს . 
 
 
 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...