მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის გამგეობის თანამშრომლები ტვ "პირველის" ინტერაქტივში კახა კალაძის მხარდასაჭერად შეკრიბეს- allmedia.ge

ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლები ტვ “პირველის” ინტერაქტივში კახა კალაძის მხარდასაჭერად შეკრიბეს- allmedia.ge

Published on

ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქზე" რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ზუგდიდშია გადაღებული. ფოტოებზე აღბეჭდილი არიან გამგეობის თანამშრომლები და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, რომლებიც სმარტფონებით ტვ "პირველის" Facebook გვერდის ინტერაქტივში თბილისის მერობის სავარაუდო სახელისუფლო კანდიდატს კახა კალაძეს უჭერენ მხარს. "ოლმედიის" ინფორმაციით, გამგეობის თანამშრომლები სამუშაო საათების დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს, რომ უნდა დარჩენილიყვნენ, დამუხტული ჰქონოდათ სმარტფონების აკუმულატორები და ერთობლივად დაეჭირათ მხარი კახა კალაძისთვის. ფოტოზე ჩანს, რომ ზოგ თანამშრომელს ხელში ორი სმარტფონიც კი უჭირავს."ოლმედიის" ინფორმაციით, იგივე სიტუაციაა სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და საკრებულოებში – სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავეებმა მკაცრი მითითებები მიიღეს, რომ კახა კალაძეს დაუჭირონ მხარი. ყველა რაიონში ინტერაქტივში მონაწილეობას პასუხისმგებელი პირი აკონტროლებს. შეგახსენებთ, ბოლო დროს ონლაინმედიის გამოკითხვებით ენმ-ს თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი საგრძნობლად უსწრებდა როგორც კახა კალაძეს, ასევე ელენე ხოშტარიას, რომელიც "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატია. 

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...