მთავარისიახლეებიმსოფლიოვენესუელაში უმაღლესი სასამართლოს შენობას პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს

ვენესუელაში უმაღლესი სასამართლოს შენობას პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს

Published on

ვენესუელაში უმაღლეს სასამართლოს შენობას  ვერტმფრენიდან ცეცხლი გაუხსნეს და რამდენიმე ხელყუმბარაც ჩამოაგდეს. სასამართლოს დაცხრილვის შემდეგ  ვერტმფრენმა სინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას გადაუფრინა, ხოლო ცოტახანში სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციის სიახლოვეს, ჰაერში  დაინახეს.  
ვერტმფრენი პოლიციას ეკუთვნის და, როგორც ირკვევა, იგი სპეცსამსახურის რამდენიმე თანამშრომელმა გაიტაცა , სახელდება თავდამსხმელების ვინაობაც – მათ შორის სპეცსამსახურის ოფიცერი ოსკარ პერესი, რიმელიც ერტმფრენს მართავდა. მოგვიანებით, მან ინტერნეტში გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც  აღიარა თავდასხმა  და "სამხედრო პირების, პოლიციისა და მოქალაქეების კოალიციის'' სახელით  პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა
 
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მუდრომ პასუხი არ დააყოვნა, იგი  თავდასხმიდან ერთ საათში ტელევიზიით გამოვიდა და  მომხდარს უწოდა ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციის შექმნაზე ქვეყანაში.  
 
,, მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მათგან მოსალოდნელი იყო სიტუაციის ზალადობრივი ესკალაცია,. გავეცი განკარგულება მირებულ იქნას ყველა ზომა მოსახლეობის სიმშვიდის დაცვისთვის. ვერტმფრენს ადრე თუ გვიან იპოვიან  და დაისჯება ყველა, ვინც ამ ტერორისტულ თავადასხმაში მონაწილეობდა ამა თუ იმ ფორმით და ხელი აღმართა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ''- აღნიშნა მან, – მე ვგმობ ამ თავდასხმას და ამასვე მოვუწოდებ ოპოზიციას . განა ასეთი დემოკრატია გინდატ? ამასეზახიტ საპროტესტო მოქმედებებს? ,
როგორც კი განგაში გაისმა,  მზადყოფნაში იქნა მოყვანილი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები. მიმდინარეობს ძალოვანი სტრუქტურების სპეცდანაყოფების ოპერაცია თავდასხმის ორგანიზატორებისა და შტურმის მონაწილეთა დასაკავებლად. ეს ჯგუფი აუცილებლად იქნება დაკავებული''.
 
  ამ დროისათვის კარაკასის ქუჩებში სამხედროებით გაძლიერებული პოლიციელელები მორიგეობენ, ქალაქის უბნებში გამოჩნდა ჯავშანტექნიკაც. იჩხრიკება შენობები, მიმდებარე ტყეპარკები.  სამართალდამცავები შეთქმულებსადა ვერტმფრენს ეძებენ   
 
ქვეყანაში   ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები  პრეზიდენტისგადადგომის მოთხოვნით.  
 
 
 
 

 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...