მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისელი ხოხობი: ,,მგზავრობა ჩემი ქალაქიდან ბათუმამდინ'' ...

თბილისელი ხოხობი: ,,მგზავრობა ჩემი ქალაქიდან ბათუმამდინ” …

Published on

„საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ დირექტორის მოადგილე დაჩი ცაგურია განმარტავს, რატომ გაიზარდა ბილეთების ღირებულება თბილის-ბათუმის  ხაზზე მოძრავ მატარებლებზე.
 
,, ბიზნესკლასითა და I კლასით მგზავრობა ბიუჯეტიდან დოტაციით არ უნდა ხდებოდეს, – აცხადებს იგი –   ეს არის ის მაღალი კლასის სეგმენტი, რომელიც მუდმივად ითხოვს მომსახურების მაღალ სტანდარტებს. „საქართველოს რკინიგზა“ და ზოგადად სამგზავრო გადაყვანები დოტაციურია, ბიუჯეტიდან სუბსიდირებით ხდებოდა. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს გამართლებული იყო. ''
 
მისივე თქმით, 1-ელი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით რკინიგზის ბილეთის ფასის კორექტირება მხოლოდ ბიზნესკლასისა და I კლასის მგზავრებისთვის მოხდება. ეკონომკლასის მგზავრებისთვის მგზავრობის თანხა უცვლელი დარჩება. 
 მატარებლის 400 ბილეთიდან 351 ეკონომკლასისაა და ბილეთის ღირებულება ზაფხულის პერიოდში კვლავ 24 ლარი იქნება.
 
ბიზნესკლასის კატეგორიას, რომელიც  9 ადგილს შეადგენს, ბილეთის ფასი  100 ლარამდე გაიზარდა,  ხოლო I კლასის 40 ადგილზე  ბილეთის ღირებულება 60 ლარს შეადგენს.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...