მთავარისიახლეებიპოლიტიკაგალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა

Published on

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე 7 აპრილის დაკავებული მამა-შვილი როგავების გათავისუფლების და გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემის საკითხები განიხილეს. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დეფაქტო მთავრობას დამნაშავის გადმოცემის პოლიტიკური ნება არ გააჩნია. გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ასევე ცხელი ხაზის ეფექტურად მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, სჯერა, რომ გამოსწორდება ყველა ხარვეზი, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცხელი ხაზის მუშაობისას დაფიქსირდა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...