მთავარისიახლეებიპოლიტიკაარც თემურ ჯანაშიას, არც ანზორ ჩუბინიძეს კანონი არ დაურღვევიათ - სავსებით...

არც თემურ ჯანაშიას, არც ანზორ ჩუბინიძეს კანონი არ დაურღვევიათ – სავსებით კანონიერად შეძენილი სააკაშვილის ,,ნაჩოს პალტო” დაბრუნებულია და ოლიგარქს შეუძლია ჩაიცვას, თუ მიუნჰენიდან ჩამოსვლა უწერია

Published on

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს. 
 
თემურ ჯანაშია ყველა უწყების ხელმძღვანელს მოუწოდებს, მისი ბრალდების საქმისა და ამ საქმეზე განვითარებული პროცესებით დაინტერესდეს. 
 
როგორც ჯანაშია განმარტავს, თანხები, რომლის გაფლანგვასაც პროკურატურა ედავება, მისი წინამორბედის ხელმძღვანელობის დროსაც იხარჯებოდა და მსგავს ხარჯებს სდსს ანზორ ჩუბინიძის უფროსად დანიშვნის შემდეგაც წევდა. 
 
„ჩემთვის წარდგენილი ბრალდების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს პრეზიდენტის წერილობითი განკარგულებების საფუძველზე ფარავდა საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ სხვადასხვა ხარჯს, სასტუმროს, ტრანსპორტის მომსახურების, მკურნალობის, საჩუქრების, კვების, ბილეთების შეძენისა და სხვა მსგავს ხარჯებს. ზუსტად ანალოგიური წესით, ზუსტად ანალოგიური ხარჯების გაწევა დაიწყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჩემმა წინამორბედმა ოთარ ქველიძემ და ზუსტად ანალოგიური წესით ასეთი ხარჯების დაფარვა განაგრძო 2013 წლიდან ჩემმა შემცვლელმა ანზორ ჩუბინიძემ. ზუსტად ანალოგიური ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით 2013 წლის 15 თებერვალს საქართველოს მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობისას მიიღო განკარგულება. ამ ხარჯების გასაწევად ფინანსთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით სდსს-ს გამოეყოფოდა მრავალი მილიონი ლარი. ამ პერიოდში სამინისტროს სხვადასხვა ხელმძღვანელები ჰყავდათ, მათ შორის კახა ბაინდურაშვილი, დიმიტრი გვინდაძე, ალექსანდრე ხეთაგური და ნოდარ ხადური. ჩამოთვლილი პირებიდან ზოგი დაკითხულია მოწმის სახით, თუმცა უმეტესობა მოწმედაც არაა დაკითხული. მე კი ამ საქმეზე ბრალდებული ვარ. მიმაჩნია, რომ ყველა დასახელებული პირი, ისე როგორც პირადად მე, ვმოქმედებდით სრულიად კანონიერად და შესაბამისად, არავის დასჯას მე არ ვითხოვ. მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ გარემოებას, რომ ვარ დაუსაბუთებელი, აშკარა, მკაფიო და ცინიკური შერჩევითი სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი. პროკურატურა გასულია სამართლებრივი სივრციდან, ისინი ცდილობენ ჩემი გამართლებელი მტკიცებულებები გადამალონ, მიჩქმალონ და სასამართლო შეიყვანონ შეცდომაში. ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ პროცესს მართლმსაჯულებასთან კავშირი არ აქვს. ეს არის პროცესი, სადაც ფეხქვეშ ითელება სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, კანონის წინაშე თანასწორობის საჯარო ორგანოთა კეთილსინდისიერებისა და უდანაშაულო პირის უსაფუძვლო ბრალდებისგან დაცვის პრინციპი. მოგიწოდებთ, საფუძვლიანად დაინტერესდეთ ამ პროცესით და იმოქმედოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში“, – აღნიშნულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის ღია წერილში. 
 
პარალელურად განცხადებას აკეთებს დღესვანდელი  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც. მისი მტკიცებით, მისი ხელმძღვანელობისას რა ფარული ხარჯებიც არის გაწეული პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, მასში არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა. ამის შესახებ ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს, სდსს-ს ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ადვოკატების განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ანზორ ჩუბინიძის პერიოდში ფარული ხარჯების გაწევას ეხება. 
 
”2013 წლის თებერვლიდან მე ვხელმძღვანელობ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ბატონი მიხეილი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით, 10 თვის განმავლობაში იყო პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ხარჯები იყო, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ იმ ხარჯებში რამე კანონდარღვევა ყოფილიყო. თუ იყო კანონდარღვევა, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა თქვან. მე  პასუხს ვაგებ იმ ხარჯებზე, რომელიც ჩემს პერიოდში იყო. რა თქმა უნდა, ხარჯები იყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს ხარჯები უკავშირდებოდა დაცვის სამსახურის თანამშროლების გადაადგილებას. ყველაზე მეტი იხარჯებოდა თვითმფრინავის მომსახურებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ვიზიტების დროს იყენებდა”, – აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ. 
 
შეგახსენებთ,  გამოძიება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. დაცვის მხარემ გუშინდელ  სასამართლო პროცესზე ის დოკუმენტი წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ „ფარული ხარჯები“ სდსს-ს ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის დროსაც ჰქონდა. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლის წინაშე იშუამდგომლა ვალერიან კილაძის პატაკი, რომელიც ანზორ ჩუბინიძის სახელზეა დაწერილი, საქმის მასალებს დართვოდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
 
 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...