27 ივნისის საღამოდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, საღამოსა და ღამის საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-31 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25 გრადუსი მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში, ხოლო 28-31 გრადუსი შიდა რაიონებში. რაც შეეხება დედაქალაქს, საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით. 30 ივნისიდან სინოპტიკოსები გამოდარებას პროგნოზირებენ, 1-ელი ივლისიდან კი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა 36-37 გრადუსამდე მოიმატებს.
საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
სიახლეები
მსოფლიო
ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...
საზოგადოება
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
სახელმწიფოს...
საზოგადოება
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...
საზოგადოება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...