მთავარისიახლეებირეგიონებისაპროტესტო აქცია ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საათში უნდა გახსნას

საპროტესტო აქცია ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საათში უნდა გახსნას

Published on

ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი გზა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე საათში უნდა გახსნას, თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ამ ფორმით საპროტესტო აქცია გამართეს იმ კერძო ობიექტის მეპატრონეებმა და ახლობლებმა, რომელიც შემოვლითი გზის მშენებლობისას დაანგრიეს. – ინფორმაციას ამის შესახებ ,,ქუთაისი პოსტი''' აქვეყნებს. 
 
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით შეთავაზებული იქნა რეალურ ღირებულებაზე ოთხჯერ ნაკლები თანხა, ამიტომ თანხის აღებაზე უარი განაცხადეს. რის გამოც, სასამართლოში დავა უკვე ოთხი წელია გრძელდება.
 
კერძო იბიექტის მეპატრონე დახმარებას პრემიერ-მინისტრს სთხოვს და ამბობს, რომ ფინანსური კრიზისის გამო, იქვე მდებარე მეორე ობიექტიც დაუყადაღეს, სადაც ჰოლანდიელ ინვესტორთან ერთად ყვავილების სათბური აქვს გაშენებული.
 
"სასამართლოს დანიშვნას ვერ მივაღწიე. 4 წელია ვიბრძვი იმისთვის, რომ პროცესი ჩაინიშნოს. ორჯერ შეიცვალა მოსამართლე და სხდომა დღემდე არ ჩატარებულა. არ მინდა, რომ ამ საქმემ ევროსასამართლოში გადაინაცვლოს. თუ მომეცემა შესაძლებლობა, შევხვდები პრემიერს. ზედა ეშელონებში, შესაძლოა, არც იციან ამ პრობლემის შესახებ და იქნებ, იმას მივაღწიო, რომ სასამართლო მაინც ჩატარდეს",- ამბობს ბადრი კილაძე.
 
ბადრი კილაძემ საპროტესტო აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართა, მაშინ, როცა მას შენობის დემონტაჟის მიზნით მის საკუთრებაში არსებული ობიექტის დაცლა მოსთხოვეს.
 
აღსრულების ეროვნულ ბიუროში მაშინ აცხადებდნენ, რომ გზა, რომელსაც კერძო მესაკუთრის ფართზე უნდა გაევლო, სახელმწიფო მნიშვნელობის იყო, კილაძე კი შენობის დემონტაჟის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. ფართი იმ მომენტისთვის უკვე საგზაო დეპარტამენტის საკუთრებას წარმოადგენდა.
 
სახელწიფოსა და კერძო პირს შორის დავით დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", რომელიც საქმის შესწავლას არ გამორიცხავს.
 
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი  გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის  გახსნაზე პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს 15:30 საათზე ელოდებიან.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...