მთავარისიახლეებიპოლიტიკამუხტარლის მეუღლე დღეს მარგველაშვილს შეხვდება

მუხტარლის მეუღლე დღეს მარგველაშვილს შეხვდება

Published on

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლე დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. ლეილა მუსტაფაევა გიორგი მარგველაშვილს საქმის დეტალებზე და გამოძიებაზე ესაუბრება. ის პრეზიდენტს საკუთარ მოთხოვნებსაც გააცნობს. შეხვედრა 15:00 საათზეა დანიშნული.
 
ადვოკატმა ევროსასამართლოში წერილი გააგზავნა. ის აფგან მუხტარლის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ბაქოს ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ის ევროსასამართლოში განაცხადსაც წარადგენს.
 
აფგან მუხტარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
 
აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტს შინაპატიმრობაზე უარი უთხრა.
 
ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია 15 ივნისს მიიღო.
 
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
 
საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, უმრავლესობა კი, გამოძიების შედეგებს ელოდება.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...