მთავარისიახლეებისპორტიმესის ბავშვთა ფონდს ფინანსურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

მესის ბავშვთა ფონდს ფინანსურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

Published on

"ბარსელონის" თავდამსხმელის ლიონელ მესის ბავშვთა დახმარების ფონდმა, 10 მილიონი ევროს ღირებულების გადასახადები გადამალა. ინფორმაციას ამის შესახებ ABC-ი ავრცელებს. 
 
2007-2015 წლებში, ორგანიზაციამ არ წარმოადგინა შემოსავლების დიდი ნაწილი. 2009 წელს ფეხბურთელმა მამამისთან ერთად, მშობლიურ ქალაქ როსარიოში ფონდი დააფუძნა, თუმცა ესპანეთში ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით დაარეგისტრირა. ამის შემდეგ, არგენტინის ფინანსთა სამინისტრომ, მესის ფონდი თავისი სიიდან ამოიღო. 
 
23 ივნისს, ესპანეთის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ლიონელ მესის, თავისუფლების აღკვეთა აღარ შეეფარდება, თუმცა ჯარიმის სახით 255 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.გასულ წელს ლიონელ მესი, მამასთან ერთად, გადასახადების დამალვის ბრალდებით გაასამართლეს. გამოცემის ცნობით, მამა-შვილმა 4,1 მილიონი ევრო არ გადაიხადა. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...