მთავარისიახლეებისაზოგადოებამართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება.

Published on

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადანაცვლების შემდეგ, გამოცდაზე გასვლის ღირებულება გაიზრდება.  გამოცდის ქუჩაში გადანაცვლებიდან გამომდინარე, იზრდება რისკები და შესაბამისად დაემატება ის კომპონენტი, რაც ამ რისკებს მოიცავს.ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დრო, როდის შეიძლება ჩატარდეს პრაქტიკული გამოცდები რეალურ მოძრაობაში, თუმცა, მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ შემოდგომის ბოლოს, ან 2018 წლის პირველი იანვრისთვის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩასატარებლად ინფრასტრუქტურა მზად იქნება.შსს  გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, საუბარია, რომ სამომავლოდ, შესაძლოა მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლამდე, ავტოსკოლაში სწავლება სავალდებულო გახდეს. შალვა ხუციშვილის განმარტებით, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.” ჩვენ ვართ შემუშავების პროცესში, ხედვა უნდა ჰქონდეს განათლების სამინისტროსაც. თავად ავტოსკოლების გარეშე არ გვინდა პროცესი. ამის მერე, ჩვენ ან მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ ავტოსკოლები იქნება სავალდებულო და გარკვეული სტანდარტებით იქნება, ან შეიძლება დარჩეს ეს სფერო ისე, როგორც არის”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
 

სიახლეები

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...