მთავარისიახლეებიპოლიტიკადიეგო მარადონა აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს

დიეგო მარადონა აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს

Published on

ლეგენდარულ არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა აცხადებს,  რომ უახლოეს დღეებში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს.
არგენტინული გამოცემა Ole-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი  თანამშრომლობაზე მოელაპარაკა.  საუბარი სავარაუდოდ იქნება  მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში  2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.
 
„მქონდა კონტაქტი პუტინთან. მოგვიანებით, ტელეფონითაც დამელაპარაკა. მას სურს, რომ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის რაღაც გავაკეთო. ყველაფერია შესაძლებელი. პუტინის ფანი ვარ. ორი თვის წინ უკვე მელაპარაკნენ ამ თემაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, პუტინთან ახლოს ვიყო და მას პირადად დაველაპარაკო“, – ციტირებს მარადონას სიტყვებს გამოცემა Ole. 
 
მარადონას ამ განცხადებას მთელ მსოფლიოში განიხილავენ, ბუნებრივია საქართველოშიც. ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, როგორც ყოველთვის მიზანში ურტყამს:  
,,დიეგო არმანდო, შხამად შეგერგოს ჩემი ყველა აღტაცება შენით )))))) გაუმარჯოს კარლ ჰაინც რუმენიგეს, რომელიც მეფესთან მიღებაზე არ მივიდა და თქვა: „შესაძლოა, ვცდები, რომ არ მივდივარ, მაგრამ ჩემი საქმეა ფეხბურთის თამაში და არა მეფეების წინაშე საზეიმო სიტყვით გამოსვლა." – წერს იგი სოციალურ ქსელში. 
 

 
 
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...