თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს.საკრებულოს პრესსამსახურის განმარტებით, ”ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის შესაბამისად, თვითმმართველობებში ნორმატიული აქტების მომზადების მიზნით, სამუშაო შეხვედრებში საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.თამარ ტალიაშვილმა სხდომაზე წარმოადგინა დებულების პროექტი და ისაუბრა იმ არსებით პრინციპებსა და ასპექტებზე, რომელიც დებულების ძირითად ღერძს წარმოადგენს.”მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდი შემოგვაქვს აღზრდა-განათლების პროცესის ფუნდამენტად. ეს დოკუმენტი ქმნის კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოს, როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, ასევე აღმზრდელებისა და ბაგა-ბაღების მენეჯმენტისთვის“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის შემუშავებას.”ფაქტობრივად ეს არის ისტორიული დოკუმენტი ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენ მზად ვართ გავიტანოთ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე და მხარი დავუჭიროთ,“ – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ სამართლებრივი აქტის მიღება მნიშვნელოვანი და დროულია.სხდომაზე გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც საკუთარი მოსაზრება დადგენილების პროექტთან დაკავშირებით ასევე გამოხატეს საკრებულოს დეპუტატებმა ია მაკასარაშვილმა და ლია ჯახველაძემ, UNICEF-ის საგანმანათლებლო პროგრამის ოფიცერმა მაკო ყუფარაძემ და ექსპერტმა მაკა ჭიხორიამ და დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი პროექტი.საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე მიწვეულმა ბაგა-ბაღების დირექტორებმა იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და იმ დადებით ეფექტზე, რომელიც ექნება საკრებულოს მიერ აღნიშნული სამართლებრივი აქტის მიღებას. კომისიის სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი ლალი შიმშელაშვილი.სხდომაზე ერთხმად გადაწყდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს მიეცეს მსვლელობა შემდეგი განხილვისათვის.
ბაგა-ბაღების პერსონალისთვის, შესაძლოა, ეთიკის ნორმები დაწესდეს
სიახლეები
პოლიტიკა
აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა
აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...
სიახლეები
ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება
ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება.
დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...
სიახლეები
29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...
სიახლეები
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....