მთავარისიახლეებისაზოგადოებავის ვაჩერებთ და ვუჯდებით ტაქსიში? თბილისში ამ საკითხის მოგვარებას კარგი პირი უჩანს,...

ვის ვაჩერებთ და ვუჯდებით ტაქსიში? თბილისში ამ საკითხის მოგვარებას კარგი პირი უჩანს, რეგიონებში კი პერსპექტივაშიც არ განიხილება

Published on

მომავალი წლიდან თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა დაუწესდებათ.
 
თბილისის სატრანსპორტო სამსახურის ხელძღვანელი მამუკა მუმლაძის განმარტებით,  ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება ავტომანქანაში ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი საინფორმაციო ტაბლო, რაც ნიშნავს, რომ მძღოლს გავლილი აქვს ჯანმრთელობის შემოწმება, ავტომანქანა კი ტექნიკურად გამართულია.   საქმე ისაა, რომ ტაბლოს გასცემს  ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მხოლოდ და მხოლოდ იმ ემთხვევაში, თუ  მძღოლის ჯანმრთელობაც შემწმებულია და  ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობაც. 
 
"რეგულირების პირველი ეტაპი გვინდა იყოს უმტკივნეულო ტაქსის მძღოლებისთვის და კომფორტული მგზავრებისთვის. ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტაბლო, სადაც მოხდება იდენტიფიცერება, თუ ვინ ემსახურება მგზავრს, მძღოლის საკონტაქტო ტელეფონი და მონაცემები, თუ მძღოლი ტაქსოკომპანიას წარმოადგენს, კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი უნდა იყოს მითითებული ტაბლოზე. თუ ასეთი საინფორმაციო ტაბლო არ იქნება ტაქსიში, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მას არ აქვს მიღებული შესაბამისი ნებართვა ამ საქმიანობის განხორციელებისთვის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისგან. ამ ნებართვის ფლობა ავტომატურად იქნება იმის ნიშანი, რომ მძღოლს ჯანმრთელობის დამატასტურებელი დოკუმენტიც აქვს წარდგენილი ნებართვის გამცემ ორგანოში იმ და ასევე ავტომობილი, რომლითაც ის ემსახურება მგზავრს ტექნიკურად გამართულია. ეს ნებართვა კი პირველ ეტაპზე უნდა იყოს იმ ღირებულების, რაც მისაღები იქნება მძღოლისთვის. დოკუმენტები, რომელიც მე ჩამოვთვალე არის ის, რაც მგზავრის კომფორტს გაზრდის და ეცოდინება, ვის აჩერებს და ვის უჯდება ტაქსიში. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისიდან ამ მიმართულებით უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადავალთ", – განაცხადა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.
 
როდის ჩამოაღწევს ეს წესი რეგიონებში, ჯერჯეობით არავინ იცის. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...