მთავარისიახლეებისაზოგადოება„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე ზუგდიდში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საუნჯეს“ ოფისში , „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა საჯარო სამსახურში მიღება, კარიერის მართვა, მოხელის უფლება-მოვალეობები, სამსახურიდან გათავისულება და სხვა. შეხვედრას ესწრებოდნენ მასმედიის, არასამთავრობო ორგანზიაციების, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანზიაციების წარმომადგენლები და სხვა აქტივისტები.შეხვედრის დასარულს გაიმართა დისკუსია. საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წლის 27 ოქტომბერს  იქნა მიღებული,  რომელიც ძალაში შევა 2017 წლის 1 ივლისიდან. საინფორმაციო შეხვედრა ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” პროექტის “საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიერ” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით.პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ორგანიზაციული განვითარების პროექტის ფარგლებში.რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრების მიერ. ,,სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ რეგიონებში მომუშავე 64 ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა.” ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში შეხვედრების ორგანიზატორია ,,საუნჯე"
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...