„ქართული ოცნება“ სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს საკუთარ აქტივისტებსა და კოორდინატორებზე გასცემს

0
395
„პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ მორიგი კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს, რომელიც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ეხება.„ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძის თქმით,, „ქართული ოცნება“ საკუთარ მხარდამჭერებს, საბიუჯეტო სახსრებით აფინანსებს.
 
„2016 წლის 1-ელი იანვრიდან, 16 თვის მონაცემებით გაიცა 5 478 537 ლარის ფინანსური დახმარება. თბილისის გამგეობებისა და მერიის მიერ, აწყობილია კორუფციული სქემა. საქმე ეხება ერთჯერად დახმარებებს, რომელიც, როგორც წესი, უნდა მიიღონ სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა და იმ ადამიანებმა, ვისაც ეს ძალიან სჭირდებათ. რეალურად კი ხდება ისე, რომ თანხის, ნაწილი გაიცემა გაურკვეველ ადამიანებზე, გაურკვევლი კრიტერიუმებით. 10 გამგეობიდან, საიდანაც ჩვენ ინფორმაცია გამოვითხოვეთ, სამმა გამგეობამ საერთოდ არ მოგვაწოდა მონაცემები, ნაწილმა კი გვითხრა, რომ არ აწარმოებენ აღრიცხვას, რა კრიტერიუმებით და ვისზე ხდება თანხის გაცემა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ აქტივისტებსა და კოორდინატორებზე გასცემს საბიუჯეტო სახსრებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
„ახალი საქართველო'' პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება და მოხდეს საქმის შესწავლა. 
 
„დაკმაყოფილებული განცხადებებიდან, მხოლოდ 14 869 არის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირის. უშუალოდ 7 000-ზე მეტი განმცხადებელი, რომელიც დაკმაყოფილდა და მიიღო ერთჯერადი ფინანსური დახმარება, არ არის სოციალური სტატუსის მატარებელი. მინდა განვმარტო, რომ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მერყეობს 50 ლარიდან 1500 ლარამდე. გასაცემი თანხის ოდენობა, კი დამოკიდებულია გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებზე“, – აცხადებენ პარტიაში.  
 

წინა სტატიამამუკა ცხადაია – წლის ელექტრონავტი და წლის საუკეთესო აუდიოტრეკის ავტორი’
შემდეგი სტატიავის ვაჩერებთ და ვუჯდებით ტაქსიში? თბილისში ამ საკითხის მოგვარებას კარგი პირი უჩანს, რეგიონებში კი პერსპექტივაშიც არ განიხილება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური