მთავარისიახლეებიმსოფლიოლონდონში დენონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა

ლონდონში დენონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა

Published on

 ლონდონში დენონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. დემონსტრანტებმა პოლიციელებს, რომელთაც მათი დაშლა სცადეს,  მაშხალები, ქვები  და აგურები დაუშინეს. ინციდენტის დროს 6 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან  ოთხი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
 Mirror News- ის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის განყოფილებას და ავტობუსის გაჩერებას,  ქვები დაუშინეს შეტაკებისას ხიდზე ჩაყენებულ ავტობუსსაც, რომელსაც  სახურავი ჩაუჭეჭყეს და გადააძვრეს.
 
მომიტინგეები  ლონდონის პოლიციას  რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ და აპროტესტებენ  სტრეტფორდის რაიონში რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ინციდენტს. მათი მტკიცებით,  პოლიციის ამგვარ დამოკიდებულებას შეეწირა  25 წლის შავკანიანი ლონდონელი ახალგაზრდა ედირო ფრედერიკო და კოსტა, რომელიც   შემოწმების მიზნით გააჩერეს  და სასტიკად სცემეს. ნაცემი ახალგაზრდა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს   საავადმყოფოში, სადაც  6 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
 
თაიმსის ცნობით, დაკავებულია 4 მომიტინგე,  მათ ბრალად ედებათ ცეცხლის წაკიდება, საზოგადიოებრივი წესრიგის დარღვევა დაქალაქის მეურნეობისათვის ზარალის მიყენება. შეტაკების ადგილზე გაიგზავნა ოთხი ვერტმფრენი და გადაიკეტა მიმდებარე ქუჩები. 
 
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...