ე.წ. ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა

0
441
ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე  უარყოფს ირაკლი ფირცხალავას ბრალდებას მისი აგენტობის შესახებ და აცხადებს, რომ ”რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტი  მისი, როგორც მთავარი მოწმის დისკრედიტაციას და სასამართლოს წინ მასზე წნეხის განხორციელებას ემსახურება. მან დღეს   ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, ასევე, ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ თამარ ბაღაშვილისა და ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. პროკურატურას მიმართა.-  ინფორმაციას ამის შესახებს ააგენტო ოლმედია ავრცელებს.
”შევიტანე განცხადება ირაკლი ფირცხალავას მიერ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო თითქოს ჩემს აგენტობასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების დროს ვითომ კუდ-ის აგენტი ვიყავი. ეს რეპორტაჟი გავიდა გამსვლელ სიუჟეტად. მე ვთვლი, რომ ეს ისახავდა მიზნად ჩემს, როგორც მოწმის დისკრედიტაციას, შეილახა ჩემი საქმიანი რეპუტაცია, ღირსება. ვითხოვ გარკვევას, დაგეგმეს თუ არა ”რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა და მან ეს სიუჟეტი ჩემს წინააღმდეგ, რათა სასამართლოს წინ ჩემზე განხორციელებულიყო წნეხი”, – განაცხადა მამალაძემ. 
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის იდენტიფიცირებას ახდენს და აცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ ძალოვან სტრუქტურებში მისი მუშაობის დროს გადაიბირეს და ფსევდონიმად "პრესა" შეურჩიეს.  
ირაკლი ფირცხალავას თქმით, მას ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე და ლგბტ თემის წარმომადგენლებზე ინფორმაციის შეგროვება ევალებოდა.  
„ირაკლი მამალაძე გადაბირებული იქნა ქართული სპეცსამსახურების მიერ , ფსევდონიმით „პრესა“. მას აქტიურად იყენებდა კუდი მასმედიაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად , საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად, ლგბტ პირებზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვებისთვის, მათ შორის პირადი ცხოვრების კადრების მოპოვებისთვის. 
იგი იყო ე.წ აგენტი-პროვოკატორი, რომელსაც ეძლეოდა კონკრეტული დავალება ამა თუ იმ ჟურნალისტის, სასულიერო პირის თუ ლგბტ თემის წარმომადგენლის ნდობის მოპოვებით მიეღო მაკომპრომეტირებელი კონკრეტული ინფორმაცია და ამ ინფორმაციას უკვე სხვა თანამშრომელი იყენებდა, მათ გადასაბირებლად. 
ამ გზით არაერთი სასულიერო პირი, ჟურნალისტი და ლგბტ თემის წარმომადგენელი იქნა გადაბირებული სპეცსამსახურების მიერ“- წერს ირაკლი ფირცხალავა ციხიდან "კურიერისთვის" გაგზავნილ წერილში.”2017 წლის 25 ივნისს ქ. თბილისში პროკურატურის საგამოძებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ი. ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც მიზნად ისახავს მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას”, – აცხადებენ პროკურატურაში. 
 

წინა სტატიავის ვაჩერებთ და ვუჯდებით ტაქსიში? თბილისში ამ საკითხის მოგვარებას კარგი პირი უჩანს, რეგიონებში კი პერსპექტივაშიც არ განიხილება
შემდეგი სტატიალონდონში დენონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური