მთავარისიახლეებისაზოგადოება"მოიზღვავე წიგნები" - წიგნების გამოფენა-გაყიდვა ზუგდიდში

“მოიზღვავე წიგნები” – წიგნების გამოფენა-გაყიდვა ზუგდიდში

Published on

"მოიზღვავე წიგნები" – ასე ჰქვია წიგნების გამოფენა-გაყიდვას, რომელიც დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მოეწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებაზე რვა ქართული გამომცემლობის სხვადასხვა ჟანრის, მათ შორის თანამედროვე ქართული და ნათარგმნიმხატვრული ლიტერატურა, საბავშვო, კულინარიული და სხვა წიგნებია წარმოდგენილი და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა 40-50% ფასდაკლებით შეიძინონ მათთვის სასურველი გამოცემა. ორდღიანი გამოფენა-გაყიდვის  ორგანიზატორი წიგნების გამავრცელებელი კომპანია "ირიათონია", რომელიც მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ატარებს აღნიშნულ აქციას. პროექტი "მოიზღვავე წიგნები" სამეგრელოსთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...