მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭყონდიდელი მიტროპოლიტი: ,, სამწუხაროა, რომ პატრიარქთან გამართული შეხვედრების ჩანაწერების გამოქვეყნების საჭიროება დგება''

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი: ,, სამწუხაროა, რომ პატრიარქთან გამართული შეხვედრების ჩანაწერების გამოქვეყნების საჭიროება დგება”

Published on

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა  პატრიარქთან დეკანოზ მამალაზის ოჯახის წევრების გამართული შეხვედრების ჩანაწერების გამოქვეყნებას ეხმაურება: 
„ძალიან ვწუხვარ, რომ პატრიარქთან ურთიერთობის ჩანაწერების გამოქვეყნების საჭიროება დგება და კითხვის ნიშნებს ბადებს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ რეალობა. ეს პრობლემაა ოჯახისთვისაც და საპატრიარქოს ადმინისტრაციისთვისაც.“- აღნიშნა მეუფე პეტრემ ტელეკომპამია "პირველის" ეთერში. 
მიტროპოლიტის ეს განცხადება ზედმიწევნით ემთხვევა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში აღიძრა  პატრიარქთან შეხვედრის ჩაწერის მიზანშეწონილობამ და  წარმოშვა განცდა, რომ  გარდა იმისა, რომ ამით საპატრიარქო თავს იზღვევს გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნილი უბრალო ადამიანისგან, რომელიც სამართალს ეძებს მოქალაქისგან, ირიბად არიარებს, რომ   არის უნდობლობა საპატრიარქოს მიმართაც.
 
მეუფე პეტრე ამ ინტერვიუში  საეკლესიო სამართლის დარღვევაზეც საუბრობს: ,,რომელი მუხლით აეკრძალა მამა გიორგის ზიარება და დაედო ეპიტემია?” – სვამს იგი კითხვას. 
მისი თქმით, დაკავებული დაკანოზთან დაკავშირებით უზიარებლობის გადაწყვეტილების მიღება კითხვებს აჩენს. როგორც მეუფე პეტრე აცხადებს, ბრალდებული სასულიერო პირისთვის ეპიტემიის დადება მხოლოდ ქორეპისკოპოსის გადასაწყვეტი არ არის და სასულიერო პირი ამ მხრივ უნდა გაასამართლოს მინიმუმ 6-მა ეპისკოპოსმა:
„რაც ამ ციანიდის სკანდალური საქმის შემდეგ შეიკრიბა წმინდა სინოდი, ამ თემაზე მას შემდეგ განხილვა არ ყოფილა. მამა გიორგი 4 თვის განმავლობაში ითხოვდა ზიარებას.
2 საერო ადამიანი, ერთი რომელიც ცრუ ცილისმწამებელი განცხადებებით ვითომდა საპატრიარქოს სახელით აკეთებდა განცხადებებს, მეორე კი ადვოკატი ერთმანეთს სატელევიზიო ეთერში ეკამათებოდნენ – ქონდა თუ არა მამა გიორგის მღვდელმსახურება შეჩერებული. ახლა გახდა აუცილებელი რომ ოფიციალური განმარტება გაეკეთებინა საპატრიარქოს. სჯულის კანონის მიხედვით, რაც არ უნდა მძიმე ბრალდება ჰქონდეს სასულიერო პირს, თუ ის არ განერიდება საეკლესიო სამართალს და მზადაა ითანამშრომლოს, მას ზიარება არ ეკრძალება. ერთადერთი შემთხვევა როცა ბრალდებულ სასულიერო პირს ზიარება ეკრძალება, არის მაშინ, როდესაც ის ემალება საეკლესიო სამართალს. ჩვენ დღემდე ვისმენდით განცხადებებს, რომ მამა გიორგის ზიარების ან უზიარებლობის ამბავი მეუფე დიმიტრის უნდა გადაეწყვიტა, დღეს უკვე მოვისმინეთ ახალი ვერსია, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. აქ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რომელი მუხლით აეკრძალა მას ზიარება და დაედო ეპიტემია? მაშინ ესეც უნდა იყოს გამოქვეყნებული. სასულიერო პირთან არც მეუფე იაკობი არ შებრძანებულა და არც სხვა იერარქები, ის ითხოვს ზიარებას თვეების განმავლობაში. ეპიტემიის დადება რამდენიმე მღვდელმთავარმა უნდა გადაწყვიტოს. სასულიერო პირი უნდა გაასამართლოს მინიმუმ 6-მა ეპისკოპოსმა. საპატრიარქომ დააგვიანა ზიარებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება, ისევე როგორც ოჯახთან შეხვედრა მხოლოდ ულტიმატუმის შემდეგ მოხდა. თუ მამა გიორგი უზიარებლობით იყო დასჯილი ხომ შეიძლებოდა ეს მის უწმინდესობას, მისი ჩვეული დიდსულოვნებით და სიყვარულით აეხსნა და ეს შეკითხვებიც აღარ გაჩნდებოდა. “- განაცხადა მეუფე პეტრემ.
 
შეგახსენებთ, გუშინ  მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით  მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ  დეკანოზს გიორგი მამალაძეს საეკლესიო სასჯელი დაედო და ზიარებაზე უარი ეთქვა.
 

სიახლეები

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება – ტერიტორია ჯებირებითაა შემოსაზღვრული

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ნგრევის ადგილზე სამუშაოები გრძელდება. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები...

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...