მთავარისიახლეებისპორტიშოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის " მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

შოთა არველაძე ტაშკენტის “ფახთაქორის ” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

Published on

 შოთა არველაძე ტაშკენტის "ფახთაქორის "  მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. იგი კლუბის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ოფიციალურადიქნა  წარდგინილი.. 
 
44 წლის ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი წელიწადნახევრით გაფორმდა. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უზბეკური კლუბის სამწვრთნელო შტაბში შოთა არველაძესთან ერთად იმუშავებენ არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა.
 
"მინდა, უდიდესი მადლობა განვაცხადო ნდობისათვის. ყველას გვახსოვს, როგორი გუნდი იყო "ფახთაქორი". ჩვენ შევეცდებით, გუნდს ის დიდება დავუბრონოთ, რომელსაც იმსახურებს", – განაცხადა შოთა არველაძემ პრესკონფერენციაზე.
 
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს თელ-ავივის "მაქაბის" წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი წლის დასაწყისში გაწყვიტა. მანამდე კი მას თურქულ "ქაისერისფორში", "ქასამფიშასა" და "ტრაბზონსფორში" უმუშავია.
 
რაც შეეხება "ფახთაქორს", უზბეკეთის ყველაზე ცნობილ გუნდს ქვეყნის ჩემპიონატში დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს – 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, მიმდინარე სეზონში კი მწვრთნელი უკვე ორჯერ შეეცვალა.

სიახლეები

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...