პოლიტიკური დევნა და ინსინუაციები – რა ხდება ჩიორა თაქთაქიშვილისა და ილო ნიკოლაიშვილის ოჯახში?

0
425
ნაციონალური მოძრაობის წევრი   ილო ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება, იარაღის ჩადება იგეგმებოდა. ამის შესახებ იგი  საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს.
ზუსტად ერთი თვე გავიდა, რაც იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა, რადგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სუსი მიმზადებდა პროვოკაციას, რაც ჩემზე თავდასხმით, იარაღის ჩადებით და დაპატიმრებით დასრულდებოდა. ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა 17 მაისს, ანუ, ეს დროის ის მონკვეთია, როცა სტრასბურგში ქართველი მოსამართლის ოჯახის წევრს ჩაუდეს იარაღი სახელოსნოში. როგორც ჩანს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამ ქვეყნის მთავარი უბედურება ბიძინა ივანიშვილი ისე გააგიჟა, რომ სულ გაპირუტყვდა და უკვე ისეთ ადამიანებს დაუწყო დევნა, რომელთა ოჯახის წევრებსაც სტრასბურგში განთავსებულ ევროპულ სხვადასხვა სტრუქტურასთან ჰონდათ, ან აქვთ რაიმე შეხება. ოჯახის წევრების რეპრესირება არის შურისძიების კლასიკური საბჭოთა ბოლშევიკური მეთოდი. სტრასბურგში ქართველი მოსამართლის ოჯახის წევრისთვის იარაღის ჩადება იყო გარეწრობის მწვერვალი. ყვლამ ვნახეთ თუ რამდენად პატიოსან ადამიანს გაუკეთეს ეს.
ჩემ შემთხვევას რაც შეეხება, იგეგმებოდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსორება, იარაღის ჩადება და ამის შემდეგ მომთხოვდნენ ცრუ ჩვენების მიცემას სუსისთვის სასურველ ადამიანებზე.
 
ზოგადად ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩემს ოჯახს, ისევე როგორც გარეწარ ივანიშვილთან მებრძოლ უამრავ ადამიანს რეპრესიები და დევნა არ მოგვკლებია. 2016 წლის არჩევნების წინ სუსში ჩემი დაბარების შემდეგ ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად მიწყობდნენ პროვოკაციებს, მუდმივად დაგვყვებოდა სუსის სათვალთვალო მანქანა. დადასტურებულად ვიცი, რომ მუდმივად გვისმენდნენ ხან სანქციით, ხან სანქციის გარეშე. ამ ყველაფრის მიუხედავად არ ვფიქრობდი საქართველოს დატოვებას, მაგრამ ამ ნაძირალა ხელისუფლებას ნამდვილად არ მივანიჭებდი სიამოვნებას, იარაღი ჩაედოთ და იმის სათმელად დავეჭირეთ, რომ აი, იმ თქვენი "სტრასბურგელი ჩიორას" ქმარი თოფინი ბანდიტიაო. აღსანიშნავია, რომ მანამდე რამდენჯერმე მომიწყვეს საყოფაცხოვრებო კონფლიქტი სახლთან და საჯარო თავშეყრის ადგილებში. ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ იარაღთან, ძალადობასთან არანაირი შეხება არ მქონდა არასოდეს. პოლიციის და სამართლებრივი პრობლემების გარეშე გმოვიარე ყველა ეპოქა ამ გარეწარი ივანიშვილის ეპოქის გარდა.
 
ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება და პრობლემა. მისი ოლიგარქიის პირობებში ქვეყანამ დაკარგა თავმოყვარეობა, მიზანი, ბრძოლისუნარიანობა და დემოკრატია. ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი ცივილიზებული დებატი, ჩვენ მოწყვეტილი ვართ არათუ გლობლურ პროცესებს, ვიწრო რეგიონულ პოლიტიკასაც კი. ოლიგარქიაში აღარ არსებობს სივრცე თანამედროვე პროცესებისთვის, ჩვენთან მკვდარია ყველაფერი გარდა იმ სამსახურებისა, რომლებიც ოლიგარქის უსაფრთხოებასა და პირად ინტერესებს ემსახურებიან. ქვეყნის უსაფრთხოება ოლიგარქის პირად მცველს აბარია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მტრების ნაცვლად სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ზოგადად დემოკრატიას ებრძვის.
 
მეუღლის განცხადებას ეხმაურება  ნაციონალური მოძრაობის ცნობილი სახე ჩიორა თაქთაქიშვილი: 
,,ძალიან გამიკვირდებოდა, რომ პირადად ჩვენ არ შეგვხებოდა ეს რეპრესიები. ტერორის ეს ახალი შემოტევა უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სწორად ვიქცევით, არ ვღალატობთ ჩვენს პრინციპებს და არასოდეს წავსულვართ კომპრომისზე, პირველ რიგში ჩვენს სინდისთან. არც ახლა ვაპირებ!
ჩვენი პირადი ამბავი უბრალოდ ზღვაში წვეთია იმ ტოტალურ უსამართლობაში, რაც მოღალატეების და კრიმინალების ხროვამ არგუნა ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო, თავდადებულ, პატიოსან და უანგარო ადამიანებს. 
Elias Nicholson ბოდიში, რომ ჩემს გამო ამ ყველაფრის გადატანა გიწევს!  ''
 
განმარტებისათვის: როგორც ილო ნიკოლაიშვილი აცხადებს, მის წინააღმდეგ აგორებული დევნის კამპანიის გამო  ფეისბუქგვერდზე Elias Nicholson -ის სახელით მოუხდა დარეგისტრირება 
წინა სტატიარა მუხლი იდება კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით?
შემდეგი სტატიაჭყონდიდელი მიტროპოლიტი: ,, სამწუხაროა, რომ პატრიარქთან გამართული შეხვედრების ჩანაწერების გამოქვეყნების საჭიროება დგება”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური