მთავარისიახლეებიპოლიტიკამას არც ნატო უნდა, არც ევროკავშირი და არც ოკუპაციის კანონი -...

მას არც ნატო უნდა, არც ევროკავშირი და არც ოკუპაციის კანონი – ,,აფხაზთა კრების” თავმჯდომარე კახა კუკავას წინააღმდეგ

Published on

ამ პერსონას არც ნატო უნდა, არც ევროკავშირი და არც ოკუპაციის კანონი. უკან გვაბრუნებს შევარდნაძისდროინდელ ე.წ. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის ფორმატში რუსეთის შუამავლობით, არის რუსული რეზიდენტურის ,,პატრიოტთა ალიანსის“ ,,დავესკა“ და ამის გამო პარაზიტივით იკვებება ბიუჯეტიდან. – ასე ეხმაურება ,,აფხაზთა კრების“ ლიდერი და მოძრაობა ,,დაბრუნების" თავმჯდომარე მალხაზ პატარაია კახა კუკავას გუშინდე განცხადებას რუსთავი 2 – ის ეთერში.
 
მალხაზ პატარაიას ამ შეფასების  დასტურად მოყავს  ციტატები კახა კუკავას  პარტიის პროგრამიდან: ,, საქართველომ მთავრობამ უნდა დაიწყოს პოლიტიკური (და არა მხოლოდ სავაჭრო) დიალოგი რუსეთთან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. განხილვის თემა გახდება საქართველო – ნატოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხიც. . . კონფლიქტის საბოლოო მოწესრიგებამდე საქართველოს მთავრობამ რუსეთის შუამავლობით უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები სოხუმის და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობებთან. პირველ ეტაპზე განიხილება: თავისუფალი სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა, ტვირთების თავისუფალი გადაადგილება …“
 
,, გუშინ კახა კუკავა 100-ათასიან აქციით ხელისუფლების გლადანის ციხეში წაბრძანებას წინასწარმეტყველებდა. ეს, რა თქმა უნდა, კუკავას გარეშეც ვიცით და თუ რამ ამდაგვარი იქნება და უნდა იყოს, ამ ბატონს წვრილფეხობის გამო მასში არავითარი წვლილი არ ექნება. – დასძენს მალხაზ პატარაია.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...