მთავარისიახლეებისაზოგადოებაუშლიდნენ თუ არა ხელს დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებს ...

უშლიდნენ თუ არა ხელს დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებს პატრიარქთან საუბარში? საპატრიარქო აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს

Published on

ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს სიმართლე. სიმართლემ უნდა იზეიმოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. 
 
”ღმერთმა დადგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა სუფევდეს ჩვენთან, თქვენთან, საქართველოში და მთელს მსოფლიოში. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი გაცნობა ხდება ასეთი მძიმე საკითხის განხილვის გამო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა”, – ბრძანა უწმინდესმა.
 
როგორც აღმოჩნდა, პატრიარქის სურვილი იყო საუბარი ვიდეოფირზე ჩაწერილიყო. ,,ჩვენი საუბარი უნდა ჩაიწეროთ, რომ მერე არ იყოს ლაპარაკი, ეს ვთქვით და ეს არ გვითქვამს. '' – უთქვამს მას.
დღეს  საპატრიარქომ  ეს აუდიომასალა გაასაჯაროვა.
 
 ”როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შედგა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა. სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზებთ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა.'' აცხადებს საპატრიარქო.
 
საუბარია დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის განცხადებაზე, რომელიც შეხვედრის შემდეგ გაკეთდა – მისი თქმით, რწმენა იმისა, რომ პატრიარქს ბევრ რამეს უმალავენ, შეხვედრაზე კიდევ უფრო გაუმყარდა –  იგი ნაკლებად არის ინფორმირებული. ამასთან , შეხვედრისას არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული დეკანოზის ოჯახის წევრებსაც და პატრიარქსაც საუბარს ხშირად აწყვეტინებდა  და ცდილობდა  „ჩაეკვეხებინა“ თავისი კითხვები.
 
საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...