მთავარისიახლეებისაზოგადოებაწვიმიანობა დასრულდა - წინ ცხელი ზაფხული გველოდება

წვიმიანობა დასრულდა – წინ ცხელი ზაფხული გველოდება

Published on

საქართველოში თვის ბოლოსთვის  დაცხება, თუმცა ანომალიურ სიცხეს არ უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელი ხათუნა ქოქოსაძე აცხადებს – ივლისსა და აგვისტოში, შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ 37-39 გრადუსს მიაღწიოს.
 
„ცხელი ზაფხული იქნება, მაგრამ ანომალიურად ცხელი არა. განსაკუთრებულად ჰაერის ტემპერატურის მომატებას, ჯერჯერობით, არ ველოდებით. 37-39 გრადუსი ტემპერატურა გასულ წლებშიც იყო. ყველაზე მაღალ ნიშნულს ჰაერის ტემპერატურა ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე აღწევს. 40-41 გრადუსს ტემპერატურამ შესაძლოა კახეთის რეგიონში მიაღწიოს,“ – აღნიშნა ხათუნა ქოქოსაძემ.
 
რაც შეეხება უახლოეს დღეებში ამინდის პროგნოზს, თბილისში  დამთელ საქართველოში 23 ივნისიდან წვიმიანი ამინდი შეწყდება და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...