მთავარისიახლეებისაზოგადოება"სპარის" ხელმძღვანელობა საასამართლომ ჯარიმისგან გაათავისუფლა და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

“სპარის” ხელმძღვანელობა საასამართლომ ჯარიმისგან გაათავისუფლა და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

Published on

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე სუპერმარკეტ "სპარის" ხელმძღვანელობა სამართალდამრღვევად ცნო. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა. თუმცა, მან სავაჭრო ობიექტი ჯარიმისგან გაათავისუფლა და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. სუპერმარკეტის ხელმძღვანელი ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლებას ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ მაღაზია უდანაშაულოა. გიორგი ნარმანია არ ეთანხმება მოსამართლის მიერ გამოცხადებულ იმ ნაწილს, სადაც ის სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი.გიორგი ნარმანიას განცხადებით, მას შემდეგ რაც სასამართლოსგან მიიღებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს, ის გადაწყვეტს გაასაჩივროს თუ არა დღეს გამოცხადებული განჩინება. გიორგი ნარმანია ამბობს, რომ რადგან ჯარიმის გადახდა არ დაეკისრა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უდანაშაულოა.სუპერმარკეტ "სპარის" ზუგდიდის ფილიალი მიმდინარე წლის აპრილის თვეში, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა, რაც საჯარიმო სანქციას 1 000 ლარის ოდენობით ითვალისწინებდა. მაშინ გიორგი ნარმანია აცხადებდა, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ქმედებას სუპერმარკეტის წინააღმდეგ და ბიზნესზე ზეწოლას.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...