მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ვითარებაა რიკოთის უღელტეხილზე? სპეციალურმა სქემამ და გრაფიკმა არ იმუშავა.

რა ვითარებაა რიკოთის უღელტეხილზე? სპეციალურმა სქემამ და გრაფიკმა არ იმუშავა.

Published on

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ორი დღის წინათ გააფრთხილა მგზავრები და მძღოლები იმის შესახებ, რომ  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება და ტრანსპორტის გადაადგილება გვირაბის გვერდის ავლით ან თავად გვირაბში პერიოდული პაუზებითა და სპეციალური სქემით უნდა განხორციელდეს. 
 
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ.146-კმ.157 მონაკვეთში შ.პ.ს. „იბოლია“ ახორციელებს გზის მიმდებარე კლდოვანი ფერდობის ჩამოწმენდას, მეკლდეურების მეშვეობით, რის გამოც, 23 ივნისს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, პერიოდულად, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადაკეტვა, 15 წუთიანი ინტერვალებით, რამდენჯერმე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად-  რიკოთზე ავტომობილების გადაადგილება პერიოდულად, გარკვეული ინტერვალით განხორციელდება და მგზავრები გადაადგილებას შეძლებენ.'' – ნათქვამი იყო  საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში. 
 
თუმცა, როგრც ჩანს, სპეციალურმა სქემამ და გრაფიკმა სათანადოდ ვერ იმუშავა –  რიკოთის გვირაბთან და რიკოთის უღელტეხილის მთელ მონაკვეთზე  გადაადგილება შეჩერებულია და მგზავრებს საათობით უხდებათ გაჩერება.
სააგენტოში ამას იმით ხსნიან ,  მეკლდეურების დახმარებით, ფერდობის ჩამოწმენდა მიმდინარეობს და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, პერიოდულად, კლდის ნაშალი ცვივა, რამაც დამატებითი პრობლემები შექმნა. .
 

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...