მთავარისიახლეებიეკონომიკაქარის წისქვილებს დონ კიხოტი ებრძოლოს, ჩვენ მათ ყიდვას გვთავაზობენ

ქარის წისქვილებს დონ კიხოტი ებრძოლოს, ჩვენ მათ ყიდვას გვთავაზობენ

Published on

"ქარის ელექტროსადგურის პროექტი, 2016 წელს, ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით წარმატებით დასრულდა და გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ ასეთი პრეცედენტი, რომ გავაკეთოთ საჯარო შეთავაზება. საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველად შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს, შეიძინონ წილი ამ პროექტში", -ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
 
"ეს არის პრივატიზაციის ასეთი ფორმა, რომელიც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს პირველ რიგში საფონდო ბირჟას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ვახორციელებთ და ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, რომ ასევე შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან პროექტი საჯარო შეთავაზებისთვის ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე მომზადდება, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია და ეს არ იქნება ერთადერთი. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გადავდგამთ არაერთ ნაბიჯს.
 
ვფიქრობ, მწვანე ენერგიის ათვისება უნდა გახდეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. საქართველოს გააჩნია ჰიდროენერგია და მნიშვნელოვანია, რომ სწორად ავითვისოთ ჰიდროენერგია. ასევე უნდა ითქვას, რომ ქარის და მზის ენერგია საკმაოდ იაფდება, გამომდინარე ტექნოლოგიური განვითარებიდან და ვფიქრობთ, ამ მიმართულებებზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი.
 
მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ამ პროექტებისთვის, მათ შორის კახის გადავუხადო მადლობა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები იყვნენ ჩართული", – განაცხადა პრემიერმა.
 
პრემიერის შეთავაზებას დაუყოვნებლივ მოუვა გამოხმაურება სოციალურ ქსელში: 
– ,,მიხვდა ალბათ, ალბათ წამგებიანია და ინვესტორს ტენიან".
– მაგ ელექტრო სადგურის აშენება დაჯდა 35 მილიონი ევრო. როგორ ფიქრობთ რამდენი ხანი უნდა იმუშაოს რომ ეგ თანხა ამოიღოს? ან ამოიღებს რომ? სწორედ მაგიტომ ვფიქრობ,-  რომ წამგებიანია
– თუ წელიწადში გამოიმუშავებს 3,5 მლნ ევროს ელ. ენერგიას, მაშინ 10 წელიწადში, თუ 7 მილიონისას მაშინ 5 წელიწადში. 
– ექსპლუატაციის ვადა მხოლოდ 15 წელი აქვს არ დაგვავიწყდეს. რაიონში კი ელ.ენერგიას ისე არ ხარჯავენ როგორც ქალაქში. – ამ დიალოგში ყველაფერია ნათქვამი.

 
 

სიახლეები

13-14 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, თოვა, ზღვაზე შტორმი – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის...

ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია – ექსპრემიერს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი...

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი...

ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება ქართული სახელმწიფოსთვის განგრძობითი სირცხვილია-ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა....