მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ მე-11 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დასრულდა-ბარიერის გადალახვის ყველაზე დაბალი პროცენტი ფიზიკაში გამოვლინდა.

გუშინ მე-11 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დასრულდა-ბარიერის გადალახვის ყველაზე დაბალი პროცენტი ფიზიკაში გამოვლინდა.

Published on

გუშინ მე-11 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბარიერის გადალახვის ყველაზე დაბალი პროცენტი ფიზიკაში გამოვლინდა. უკვე ცნობილია გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის გამოცდების შედეგები:
 
გეოგრაფია – 98%-ზე მეტი
 
ბიოლოგია – 95.5%
 
ქიმია – 95%
 
ფიზიკა – 85%
 
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენმა მოსწავლემ ვერ შეძლო ბარიერის გადალახვა, ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა.
 
გამოსაშვები გამოცდები დასრულდა. ერთიანი ეროვნული გამოცდები კი 3 ივლისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 
 
წელს საქართველოს მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი. საგამოცდო ცენტრებს, სავარაუდოდ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე 103-ე სკოლა დაემატება. ყველაზე დიდი საგამოცდო ცენტრი ისევ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება, თუმცა იქ სექტორების რაოდენობა შემცირდება. შარშანდლის მსგავსად, წელსაც ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. 
 
ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...