მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილს ბინის მიღების სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს

დევნილს ბინის მიღების სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს

Published on

დევნილს ბინის მიღების სანაცვლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს.  ”მინდია ს.-მ.  მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა  8000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად.'' – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 
 
როგორც გამოძიებამ დაადგინა,   მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, მინდია ს. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს გაეცნო როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი და თითქოსდა ამავე სამინისტროს მაღალი თანამდებობის მქონე პირების დახმარებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ახლადაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. დახმარების სანაცვლოდ, მინდია ს-მ მოქალაქეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, ამასთან განუმარტა, რომ მას აღნიშნული თანხის ნაწილი, კერძოდ, 8000 აშშ დოლარი, სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის წინასწარ უნდა გადაეცა.
 
მინდია ს.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობა.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, – ნათქვამია სუს – ის ინფორმაციაში.
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....