მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურსში გამარჯვებული გადაცემების სიას აქვეყნებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი კონკურსში გამარჯვებული გადაცემების სიას აქვეყნებს

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო პროექტები გამოვლინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.
 
საკონკურსო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე აღმასრულებელ საბჭოს  რეკომენდაცია გაუწია შემდეგ პროექტებზე: 
 
სოციალური თოქ-შოუ “რეალური სივრცე“; კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა “ნაცნობი მელოდიები“; თეონა ჯორბენაძის “Modem/Art“ კულტურული სიახლეების მიმოხილვისთვის; “პირადი ექიმი – მარი მალაზონია“; თამარ ბოლქვაძის “ფერმა“; საბავშვო შემეცნებითი გადაცემა „სუპერ გმირი“; საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა “წიგნების თარო“ და “ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“; კულინარიული შოუ “გურმანია“.
 
საზოგადოებრივის ცნობით, კომისიამ რეკომენდაცია გაუწია პროექტის “ხანმოკლე მეოცე საუკუნე“ ავტორებს და აღმასრულებელ საბჭოს პროექტი გადაფორმატდეს ვებპლატფორმისთვის. ასევე, რეკომენდაცია გაუწია აღმასრულებელ საბჭოს, განიხილოს პროექტ “ოკულარის“ ცალკეული ელემენტების ვებპლატფორმისთვის გარდაქმნის საკითხი. 
 
კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა და სამი ეტაპისგან შედგებოდა. კონკურსის ფარგლებში, სულ 153 პროექტი შემოვიდა. მათგან 37 მეორე ტურში მოხვდა. მეორე ტურში გადასულმა აპლიკანტებმა კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაცია გამართეს. მესამე ტურის კანდიდატად მათგან 15 დასახელდა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...