მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის ბოიკოტს ეხმაურება

Published on

,,ისინი დაბრუნდებიან მალე, თუ არ დაბრუნდებიან, პარლამენტში ოპოზიციის ადგილებს სხვა პოლიტიკური პარტიები დაიკავებენ'' – ასე ეხმაურება უმრავესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბოიკოტს, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას  გამოუცხადა.
 
მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს   უჭერს ამ ცვლილებებს, რადგან  პირველ რიგში არის გარანტიები, რომელიც ადამიანის უფლებებს, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და ფიზიკური ხელშეუხებლობის გაძლიერებას ეხება. რაც შეეხება ბოიკოტს, მათ  არ სურთ, გაითავისონ, რომ ჩვენთვის კონსენსუსი იმას არ ნიშნავს, რომ ისეთი რამ გავითვალისწინოთ, რაც ხალხისთვის მიუღებელია, რომელსაც შევხვდით და ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ამ ცვლილებებს ვახორციელებთ“  
 
ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე სრულად უსაფძვლო და ულოგიკოს  უწოდებს ოპოზიციის ბოიკოტს: ,,როდესაც აღარ გაქვს არგუმენტები, ამასთან, გარდა საკონსტიტუციო კომისიისა, ხალხი და ვენეციის კომისია გეუბნება, რომ შენი ლოგიკა ცარიელი პოპულიზმი და დემაგოგიაა, ერთადერთი გზა პროცესის დისკრედიტაციისთვის არის ბოიკოტი.
 
”თუ კვირაზე მეტი ქუთაისის პარლამენტში ჯდომა და მუშაობა გეზარება, ბოიკოტი უფრო მომხიბვლელად გამოიყურება – ეს არის ჩვენი ოპონენტების გადაწყვეტილების მოკლე აღწერა. გარდა ამისა, როდესაც აცხადებ, რომ არ ენდობი მმართველ გუნდს და მას მარტო ტოვებ დარბაზში კონსტიტუციის განხილვისას, ეს ნიშნავს, რომ ან იტყუები და იცი, რომ მართლაც საუკეთესო კონსტიტუცია იწერება, ან საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყნის მომავალი”, – აღნიშნა მდინარაძემ. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...