მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი: "უკრაინაში აღარ შემიშვებენ, ვინაიდან პოროშენკო მოქალაქეობას ჩამომართმევს"

სააკაშვილი: “უკრაინაში აღარ შემიშვებენ, ვინაიდან პოროშენკო მოქალაქეობას ჩამომართმევს”

Published on

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
 
„22 ივნისის 2 მოწვევა მაქვს. ერთი ტანზანიის ხელმძღვანელობისაგან დარ­ეს­სალამში (აფრიკა) კონფერენციაზე და მეორე კი ბრიუსელის სამიტზე, ევროპის სახალხო პარტიისაგან. ახლახან სანდო წყარომ მაცნობა, რომ ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინაში აღარ შემიშვებენ, ვინაიდან პოროშენკო, რომელც ასევე იქნება ბრიუსელის სამიტზე, უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევს. მე თავიდანვე არ ვგეგმავდი ბრიუსელში წასვლას და მივდივარ აფრიკაში. ასე რომ პეტრო პოროშენკო, ნუ დარდობთ, არ გაგიფუჭებთ განწყობას ბრიუსელში, ვინაიდან თქვენგან 11 000 კილომეტრის დაშორებით ვიქნები აფრიკაში და შეეშვით ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ფიქრს, ვინაიდან მე მაინც დავბრუნდები მშობლიურ კიევში”, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....