რაზე ხალისობს ბიძინა ივანიშვილი და სად იქნებოდა ახლა, სააკაშვილის სუპერ-პუმა და აეროპორტი რომ არა

0
408
"განგებ არ ჩნდება, დედას გეფიცებით! უყურებს ამ ყველაფერს და ძალიან ხალისობს! რომ მოვიკითხე, მითხრა, ეგონოთ რომ ავად ვარ, გაიხარონ და იყვნენო….განაცხადა ეკატერინე ხვედელიძის უახლოესმა მეგობარმა, ნიკუშა შენგელაიას მეუღლემ ეკა ჭიჭინაძემ ,,კვირის პალიტრისათვის'' მიცემულ ინტერვიუში. – ჭორი როგორ არ გამიგია, შეიძლება ათასი რამ ითქვას, მაგრამ ამისთვის მცირე საფუძველი მაინც ხომ უნდა არსებობდეს! ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახავს. ყველამ იცის როგორი ცხოვრების წესიც აქვს და საიდან მოიგონეს ბიძინას ავადმყოფობა, მართლა ვერ ვხვდები…  ავადმყოფი ის ხალხია, ვინც ეს მოიგონა, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ყველაფერს აქვს საზღვარი! ჩვენც ვიყავით ოპოზიციონერები, გაბრაზებულები, მაგრამ ასეთ რამეს ნამდვილად არ ვკადრულობდით! ჩვენ თავს არ ვაკადრებდით, რომელიმე მათგანი თუნდაც ცუდადაც რომ გამხდარიყო, ამაზე გვექილიკა! თავი აქვთ დაკარგული და აღარ იციან რა მოიმოქმედონ! ნამდვილად არ გამიხარდებოდა მიხეილ სააკაშვილს ინსულტი რომ დამართნოდა და ამაზე არ ვიქილიკებდი… ჩვენ ბევრად უფრო თავმოყვარე ოპოზიცია ვიყავით! 
 
”ნაციონალური მოძრაობის წევრი” მაია ორჯონიკიძე  Facebook- ზე ივანიშვიოლის ოჯახის მეგობრის ამ ,,ხალიიან'' ინტერვიუს ეხმაურება :
,,იმდენს თუ ხვდებით,რომ სამარცხვინოები ხართ?დავუშვათ და ბიძინა ჯანმრთელადაა,ამ თავისი ვასალების პირით შემოთვლა-კარგად ვარ და ხალხზე ვხალისობო,რა უბედურებაა?
ასე დედიან-ბუდიანად უტვინოები როგორ ხართ, რომ მის მაგივრად ტექსტის შედგენისას ისეთი რამ არ თქვათ,რაც თავს უფრო მოჭრის მასაც და თქვენც? რას ქვია ხალისობს,რა არის აქ სახალისო?!
და თუ ჯანზეა-ბევრად ბუნებრივი იქნებოდა-საკუთარი აპარტამენტებიდან მოკლე ფბ-ლაივ ვიდეოთი ჩართულიყო და ამდენი მითქმა-მოთქმა დაესრულებინა! სსრკ-ს შემდეგ მსგავსს თუ მოვესწრებოდი,რას წარმოვიდგენდი-სწორედ მაშინ ხდებოდა ასე-საბჭოთა,უუფლებო მოსახლეობამდე ჯერ ჭორად აღწევდა ბუნდოვანი ხმები იმის შესახებ,რომ მორიგი ბელადი ავადაა და ხალხი ბჭობდა-მართალია ეს თუ ტყულია. და მხოლოდ ამის შემდეგ-დიდი დაგვიანებით ორფეხთა ზოოპარკის მკვიდრნი იგებდნენ ოფიციალურ ინფორმაციას საბჭოთა ლიდერის რეალური მდგომარეობის შესახებ.
 
იმდენსაც ვერ ხვდებით,რომ ივანიშვილის მდგომარეობის დამალვით-იმისგან დამოუკიდებლად, ჯანმრთელადაა ის თუ არა-საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას,რადგან ამას რაც ახლა ხდება-ამ სამარცხვინო კუკუდამალობანას საკუთარ ხალხთან ჰქვია მარაზმი და ყველა,ვინც ამაში მონაწილეობს-უთავმოყვარეო მონაა,რომელიც ვერც კი ხვდება,რა უპატივცემულობას ამჟღავნებს საზოგადოების მიმართ,რომელსაც ბოლოს და ბოლოს სრული უფლება აქვს დაინტერესდეს იმ ადამიანის მდგომარეობით,რომელიც მოგვწონს ჩვენ თუ არა-დღეს ამ ქვეყნის დე-ფაქტო ბატონ-პატრონია.
 
თქვენ არ იყავით,ტელევიზორიდან თუ ქუჩიდან რომ გაჰყვიროდით სააკაშვილის “დიქტატურაზე”?! თქვენ არ იყავით-ადამიანთა უფლებებზე რომ ლოყებს იხოკავდით?! ჰოდა აბა რა ჯანდაბა გაკვირვებთ ახლა,არა გვაქვს უფლება ვიცოდეთ-ეს კაცი სადაა და რა სჭირს?!
თუ მართლა თქვენი ბოსელი გგონიათ ეს ქვეყანა-არ გეყოთ ხუთი წელი რაც ტალახში აგორავეთ?!
ახლა მე დავწერ, რაც ვიცი და უარყავით აბა კიდევ ერთხელ:
 
ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში იყო,როდესაც ცუდად გახდა. იმის შემდეგ,რაც გაირკვა,რომ მდგომარეობა სერიოზულია-თბილისიდან მიშას ნაყიდი სუპერ-პუმას ვერტმფრენი სასწრაფოდ ჩაფრინდა შეკვეთილში (ეს ის ადგილია,სადაც ამოგლეჯილი გიგანტური ხეების სასაფლაო მოაწყო ივანიშვილმა თავის შესაქცევად) და კოპიტნარში გადააფრინეს, კოპიტნარის აეროპორტიდან კი (ეგეც მიშამ აქცია საერთაშორისო აეროპორტად, თორემ სად გაფრინდებოდა იქიდან ივანიშვილი, ყველამ კარგად ვიცით) გერმანიაში,მიუნჰენის შემოგარენში მდებარე დახურულ სპეც-კლინიკაში.
 
მსგავსი ავადმყოფობის დროს ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი დროული დახმარებაა-საქართველოში სამწუხაროდ დღემდე არ არსებობს ეს არცთუ რთული უახლესი ტექნოლოგია,რომლითაც ინსულტიანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ხდება,თუ უახლოეს საათებში პროცედურა ჩაუტარდებათ. ჰოდა, დროულად რომ ჩაიყვანეს იმ გერმანულ კლინიკაში-ამაზეც მიშა სააკაშვილს უთხრას მადლობა-სუპერ-პუმას და კოპიტნარის აეროპორტის გარეშე ბევრად დაგიგვიანდებოდათ მამა-მარჩენლის შველა!
 
არადა ყველას გვახსოვს ამ სუპერპუმებზე რა ამბავი ატეხა ივანიშვილმა-დაბრუნებაც უნდოდა ფრანგებისთვის და არ გამოუვიდა. მას მერე უქმად იდგა ეს ვერტმფრენები და მაშინაც კი არ გაახსენდა ბიძინას-2015 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში ხალხი რომ იხრჩობოდა!
 
მაშინ ეს ვერტმფრენები რომ გაეშვა-ის ხალხი დღეს ცოცხალი იქნებოდა და მხოლოდ ივანიშვილს არ გადაარჩენდა!!  – წერს მაია ორჯონიკიძე.
 
 
წინა სტატიაილო ელოშვილი: კახი კალაძის ადგილმონაცვლეობაზე უარს არ ვიტყვი, ვიფიქრებ ნამდვილად
შემდეგი სტატიაპარლამენტმა (ანუ ,,ქართულმა ოცნებამ”) პირველი მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური