მთავარისიახლეებისაზოგადოება“მედიატორის” მორიგი კვლევა: სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ძვირადღირებული ავტომობილებით ლიდერობენ

“მედიატორის” მორიგი კვლევა: სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ძვირადღირებული ავტომობილებით ლიდერობენ

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორი“ კვლევას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უწყებებს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტოპარკი აქვთ.
 
კვლევის მიხედვით, ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც 128 ათას 862 ლარი ღირს, განათლების სამინისტროს ბალანსზეა.
 
შემდეგ ადგილებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია – 108 ათასით, სოციალური სააგენტო – 94 ათასიანი შენაძენით და მეორედ ასევე განათლების უწყებაა, რომლის პირველი პირიც 84 ათას ლარად შეფასებული Toyota Land Cruiser​-ით გადაადგილდება.
 
კვლევა, რომელიც მთავრობის ავტოპარკის შესახებ უახლოეს ინფორმაციას მოიცავს, უწყებებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოაქვეყნდა.
 
კვლევის მიხედვით, 60 ათასის ღირებულების ავტომობილებია კულტურის, შერიგების და ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე. ასევე 60 ათასის ღირებულების Toyota Prado ირიცხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბალანსზე.
 
ათეულში ერთ-ერთი ლიდერი უწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სურსათის ეროვნული სააგენტოა, რომლის ბალანსზეც ამ დროისთვის ჯამში 6 მილიონის ღირებულების 174 მანქანა ირიცხება.
 
ხოლოდ 9 სამინისტროს ავტოპარკის ღირებულება თითქმის 70 მილიონს შეადგენს, მერიის ავტომობილების ღირებულება 7 მილიონამდეა, მხოლოდ რამდენიმე უწყების სიპს ამ დროისთვის ჯამში 17 მილიონამდე ღირებულების ავტოპარკი ემსახურება.
 
“მედიატორის” კვლევაში მოხვედრილი უწყებების უმრავლესობა ძვირადღირებულ ავტოპარკში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ეს საქმეს სჭირდება.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...