მთავარისიახლეებიპოლიტიკაილო ელოშვილი: კახი კალაძის ადგილმონაცვლეობაზე უარს არ ვიტყვი, ვიფიქრებ ნამდვილად

ილო ელოშვილი: კახი კალაძის ადგილმონაცვლეობაზე უარს არ ვიტყვი, ვიფიქრებ ნამდვილად

Published on

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან  მის მიერ კახი კალაძის სავარაუდო შეცვლაზე  ისაუბრა. როგორც  ელოშვილმა  განაცხადა, მას ჯერ ასეთი შეთავაზება არ მიუღია:
“ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში, ცნობილი გახდება მისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ჯერ სამინისტროს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი, ალბათ, ამ სამინისტროს არსებობის ისტორიაში. ის ჯერ არსად წასულა, არის ადგილზე, ასრულებს თავის ფუნქციებს და ამაზე საუბარი ნაადრევია. მე მაქვს ძალიან ბევრი საქმე და ნამდვილად არ ვფიქრობ, რა იქნება შემდეგ, თუკი მას მოუწევს წასვლა, რადგან ჯერ მისი წასვლის შესახებაც არ გაცხადებულა. მე ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი პრემიერი და გუნდი დამავალებს, ისევე შევასრულებ, როგორც აქამდე შემისრულებია. ჩემთვის მთავარია ვიყო ამ გუნდის წევრი რადგან, მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლიანობისა და წინსვლის გუნდი. ჯერ არ შემოუთავაზებიათ, ვიფიქრებ. ნამდვილად, არ ვამბობ, რომ უარს ვიტყვი, მაგრამ ნამდვილად დავფიქრდები. მე 4 წელია მინისტრის მოადგილის პოსტზე ვარ, ძალიან კარგად ვიცი, რა გამოწვევებია და რა სირთულეები ახლავს ამას. ნებისმიერი თანამდებობა არის პასუხისმგებლობა. ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, თუ ეს შემოთავაზება იქნება, უნდა გავიარო კონსულტაციები. ახლა ამაზე საუბარი საერთოდ არ არის”, – განაცხადა ელოშვილმა.
როგორც ცნობილია, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში იყრის კენჭს, მინისტრის პოსტს კი მისი მოადგილე, ილია ელოშვილი ჩაიბარებს.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...