მთავარისიახლეებისაზოგადოებაძლიერმა წვიმამ ზედა ეწერში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ზედა ეწერში პრობლემები შექმნა

Published on

გადაუღებელმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში პრობლემები შექმნა. ადგილობრივების განცხადებით, უხვი ნალექის გამო დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი. მოსახლეობის განცხადებით, წლების განმავლობაში სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია. კოკისპირული წვიმის შედეგად არხი წყალს ვერ ატარებს და გზის სავალ ნაწილზე გადადის, რის გამოც სააცტომობილო მოძრაობას აფერხებს. ზედა ეწერის მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელოდება.

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მამუკა წოწერიას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და ყველა პრობლემურ ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდება.

 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...