მთავარისიახლეებისაზოგადოებათორნიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ყვება, როგორ ,,ეკვეხებოდა'' მათ საუბარში...

თორნიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ყვება, როგორ ,,ეკვეხებოდა” მათ საუბარში მესამე პირი

Published on

 პატრიარქმა  არაერთი თხოვნის შემდეგ თავის რეზიდენციაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა  თორნიკე მამალაძე და ოჯახის სხვა წევრები – , დეკანოზ მამალაძის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები და მშობლები მიიღო.
 
 თორნიკე მამალაძე პატრიარქთან შეხვედრას დადებითად აფასებს, და მადლიერია, რომ მიეცა საშუალება სულიერი მამისთვის გაეზიარებინა მთელი თავისი გულისტკივილი და მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მის ძმას უსაფუძვლოდ სწამებენ ცილს და რაღაც თამაშების მსხვერპლია.
 
როგორც მამალაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პატრიარქმა მას უთხრა, რომ   ,,ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს დისკრედიტაციისკენ.''  
 უწმინდესმა დაგვლოცა, ხელიც კი მომისვა რამდენჯერმე ზურგზე და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა გაიმეორა პოზიცია, რომელიც გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ ჰქონდა.” – განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 
 
”პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს დისკრედიტაციისკენო. საუბარს უწმინდესსაც აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა მოგვისმინა, მან მხოლოდ ერთი ინტერვიუ გამახსენა ჩემი, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა, თუმცა მეტი არაფერი უკითხავს. მეუფე იაკობმა მითხრა, რომ სრული ინფორმაცია აქვს პატრიარქს, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მას არ გასჩენია არც ერთი კითხვა ჩემს ინტერვიუებთან დაკავშირებით.
მისი თქმით რწმენა იმისა, რომ პატრიარქს ბევრ რამეს უმალავენ, შეხვედრაზე კიდევ უფრო გაუმყარდა , იგი ამბობს, რომ  შეხვედრისას მამა დავით ჭინჭარაული დეკანოზის ოჯახის წევრებსაც და პატრიარქსაც საუბარს ხშირად აწყვეტინებდა  და ცდილობდა  „ჩაეკვეხებინა“ თავისი კითხვები.
 
თორნიკე მამალაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული. იგი   „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უარყოფს, რომ მას პატრიარქთან შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების მიმართ კითხვები ჰქონდა და ერთადერთი, რაზეც იგი შეხვედრის დროს საუბრობდა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ზიარების საკითხი იყო, რასთან  დაკავშირებითაც პატრიარქს დეკანოზის ძმამმიმართა. 
 
„მე არავითარი კითხვები არ მქონია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საუბარი შეეხო მამა გიორგის მონახულებას და მისმა უწმინდესობამ დაგვავალა მე და მამა კახაბერ გოგოტიშვილს, რომ მოვინახულოთ მამა გიორგი ციხეში. როდესაც იკითხა მამა გიორგის ძმამ, თორნიკემ მამა გიორგის მონახულებაზე, მე ვუთხარი ზიარების შესახე, რომ მე და მამა კახაბერს დაგვავალა მისმა უწმინდესობამ, მოვინახულოთ ეს ადამიანი ციხეში. ეს იყო და ეს. სხვა საუბარი იქ არ ყოფილა“, – განაცხადა არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა.
 

შეგახსენებთ, მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის ოჯახი  უკვე რამდენიმე თვეა ილია მეორესთან პირისპირ საუბარს ითხოვს. მათ საბოლოოდ საპატრიარქოდან თანხმობა ორი დღის წინ მიიღეს, თუმცა  შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა  დაცვის მხარეს, რომელიც გეგმავდა აქცენტების გაკეთებას საპატრიარქოს იურისტისა და პროკურატურის მხრიდან გაჟღერებულ ცრუ ბრალდებების უსაფუძვლობაზე. 
 
 

სიახლეები

ფოთელი პედაგოგის მიმართ მუქარის გამო დაკავებულს 2.000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ფოთის სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა 2006 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელმაც პედაგოგ, იგორ კეკელიას "სოციალურ...

სად ვერ გაივლით და სად რა შეზღუდვებით გაივლით ინტენსიური თოვის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ...

თბილისში მანქანა დაიწვა, ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, გლდანთან ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა, დაიღუპა ერთი პირი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების...

გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, ტრამპი რვა ევროპულ ქვეყანას ტარიფებს უწესებს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას,...