მთავარისიახლეებისამართალისასამართლომ აფგან მუხთარლის პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარი თქვა

სასამართლომ აფგან მუხთარლის პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარი თქვა

Published on

გუშინ ნასიმის რაიონულ სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა.
 
მუხთარლის დაცვის მხარე პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლას ითხოვდა, რის წინააღმდეგაც ბრალდების მხარე გამოვიდა, პროკურატურის არგუმენტი იყო, რომ შინაპატიმრობის შემთხვევაში შესაძლოა მუხთარლი ქვეყნიდან გაქცეულიყო.
 
საბოლოოდ სასამართლო დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღკვეთის ღონისძიება უცვლელი დატოვა.
 
შეგახსენებთ, ჟურნალისტს საზღვრის უკანონო გადაკვეთას, მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და დიდი ოდენობით თანხის კონტრაბანდულად გადატანას ედავებიან. მუხთარლი ბრალდებებს უარყოფს. მისი და მისი თანამოაზრეების მტკიცებით, მუხთარლის დაკავება მის ჟურნალისტურ მუშაობას უკავშირდება. 
 
 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...