მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ პრეზიდენტი ცრუობს და შიშს ყავს შეპყრობილი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია...

პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ პრეზიდენტი ცრუობს და შიშს ყავს შეპყრობილი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ განცხადებას კომიკურს უწოდებს .

Published on

,,კობახიძე  საუბრობს  ტყუილებზე, შიშზე, რაც ძალიან კომიკურია, მარგველაშვილთან მიმართებით , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. 
 
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს განსხვავებული აზრი მტრობა და მიუღებლობა ჰგონია, რაც შემაშფოთებელია. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი არ წარმოადგენს ერთ პოლიტიკურ პარტიას, არამედ მას ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეუძლია თანამშრომლობა. 
 
”პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. დავუშვათ, რომ მე ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარეს მოვიხსენიებდეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსის მატარებელი ადამიანია, ამას არასოდეს გავაკეთებთ, რადგან ჩვენ საზოგადოებასა და ინსტიტუტებს ვცემთ პატივს. ბატონი კობახიძისგან მთელი ამ დროის განმავლობაში ვისმენთ შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ამბსოლუტურად უსაგნო პოლემიკას, მათ შორის კონსტიტუციის საკითხებთან დაკავშირებით. კობახიძის მხრიდან საუბარი იყო ტყუილებზე, შიშზე, რაც ძალიან კომიკურია მარგველაშვილთან მიმართებით ასეთ თემებზე საუბარი. 
 
ძალიან ძნელი მოსასმენია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს განსხვავებული აზრი მტრობა და მიუღებელი ჰგონია. დესტრუქცია ჰგონია პრეზიდენტის ოპოზიციასთან თანამშრომლობა. ამ დროს ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტი არ არის ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და მას შეუძლია ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...