მთავარისიახლეებისაზოგადოებაოზურგეთში ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგი აბუჩად აიგდეს და ... სცემეს

ოზურგეთში ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგი აბუჩად აიგდეს და … სცემეს

Published on

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრები პედაგოგი ავთანდილ გოგნაძე აცხადებს, რომ, ის, მისი სოფლის გამგებელმა, გოჩა შარაშენიძემ სცემა. პედაგოგის თქმით, მას რამდენჯერმე დაარტყეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი დასცინეს. – ინფორმაციას ამის სესახებ ,,გურია ნიუსი'' ავრცელებს. 
 
როგორც გოგსაძე ამბობს, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს გასწვრივ მშენებარე გზის დასრულების შემდეგ მშენებლებმა სანიაღვრე არხის გაყვანა პირდაპირ მის სახლთან შეწყვიტეს. თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა,  წვიმიანობისას   მთელი წყალი,  რაც    ამ სანიაღვრე არხში მიედინება ,  მის საცხოვრებელ ეზოსთან გროვდება და რადგან გასასვლელი არა აქვს  მისახლკარში შეუვარდება და დაუტბორავს.
 
პედაგოგმა მოითხოვა  არხის მშენებლობის რამდენიმე მეტრით იქით დასრულება, თუმცა ამაზე ხელისუფლება არ დათანხმდა. უფრო მეტიც, სოფლის გამგებელმა, გოჩა შარაშენიძემ დაცინვა არ იკმარა დახელითაც შეეხო მას. 
 
თავად გამგებელი   კატეგორიულად გამორიცხავს  ცემას და  აცხადებს, რომ ავთანდილ გოგსაძე რთული, კონფლიქტური პიროვნებაა, მან შეცდომაში შეიყვანა მშენებლები, რის გამოც ჭიანურდება სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება.
 
,, სიტყვიერი შელაპარაკების დროს მან აუგად მოიხსენია არჩეული თანამდებობის პირები,  მხარში ჩამეჭიდა და იძულებული გავდხი მისთვის ხელი მეკრა, ეს იყო და ეს"-ამბობს გამგებელი.
 
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 126 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას ან ძალადობას გულისხმობს.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...