მთავარისიახლეებიკონფლიქტები"ისლამური სახელმწიფოს" სულიერი ლიდერი მოკლეს

“ისლამური სახელმწიფოს” სულიერი ლიდერი მოკლეს

Published on

კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" თვითმარქვია "უმაღლესი მუფთი" თურქი ალ ბინ-ალი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. 
 
აღნიშნავენ, რომ ტერორისტი სირიაში ქალაქ მაიადინის დაბომბვის დროს 31 მაის დაიღუპა.
 
კოალიციის განცხადებით, ალ ბინ-ალი ტერორისტების შეკრებასა და ტერაქტების ორგანიზებაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებდა. როგორც "ისლამური სახელმწიფოს" მუფთი და "სულიერი ლიდერი," ის პროპაგანდას უწევდა ტეორორიზმსა და მკვლელობებს. ალ-ბინალი დაჯგუების ლიდერის აბუ ბაქრ ალ- ბაღდადის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი იყო. 
 
11 ივნისს, რუსულმა მხარემ, ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, ალ-ბაღდადი 28 მაისს, რაქაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა. 
 
უწყების განმარტებით, რუსულმა მხარემ შეერთებული შტატები სპეცოპერაციის შესახებ წინასწარ გააფრთხილა. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ადრეც არაერთგზის გავრცელდა, თუმცა არ დადასტურდა. ბოლოს აბუ ბაქრ ალ ბაღდადის დაღუპვის შესახებ, ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემამ გაავრცელა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...