მთავარისიახლეებისამართალიდეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დღეს პატრიარქს შეხვდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დღეს პატრიარქს შეხვდება

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ილია მეორეს ადვოკატების გარეშე შეხვდებიან. როგორც დეკანოზის ძმა აცხადებს, ისინი პატრიარქს მიაწვდიან იმ ინფორმაციას, რომელიც მისივე შეფასებით, დეკანოზის უდანაშაულობას ამტკიცებს და რომელსაც პროკურატურა უწმინდესს არ აწვდის. თორნიკე მამალაძე ასევე საპატრიარქოს შიგნით არსებულ კონკრეტულ ძალებზე საუბრობს, რომლებიც ცდილობენ პატრიარქს სწორი ინფორმაცია დაუმალონ.
 
დეკანოზის ძმა განმარტავს, რომ თუ პატრიარქთან შეხვედრა მხოლოდ დალოცვის ფორმატით წარიმართება, ისინი შეეცდებიან რომ ილია მეორესთან ინფორმაციული აუდიენცია გამართონ. გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს სჯერათ, რომ უწმინდესი მამა გიორგის მიმართ ნდობას არ კარგავს.
 
დეკანოზის ძმისვე თქმით, საპატრიარქოდან მათ უკვე დაუკავშირდნენ და შეხვედრისთვის უკვე ყველაფერი მზადაა.
 
დეკანოზს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს განახლდება.
 
დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...