მთავარისიახლეებისამართალიბათუმში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს- ისმის შეძახილები: ”გამოუშვი!”

ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს- ისმის შეძახილები: ”გამოუშვი!”

Published on

ბათუმში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს –  ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები  მათ გათავისფლებას მოითხოვენ.
 
საპროტესტო მსვლელობა დაიწყო  ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დღეს დილით გამართული   მშვიდობიანი აქციის შემდეგ. მანიფესტანტები მიემართებიან  ბათუმის პლაზას მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც  დაიწყო 11-12 მარტის ცნობილი  აქცია და სადაც მაშინ  არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს. ისინი ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილდებიან შეძახილებით – ”გამოუშვი”.
 
როგორც ისინიაცხადებენ,პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაც მშვიდობიანი იქნება და ისინი შემდეგ კვლავ ბათუმის სასამართლოსთან გადაინაცვლებენ. 
 
დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბათუმის მოვლენების სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი 13:00 საათზე გაიმართება, სადაც გამომძიებლებს მოუსმენენ. 
 
შეგახსენებთ, მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 20 პირი, მათგან მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია ორგანიზების ბრალდებით  წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. 
 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...